“ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდამსხმელი პირი „უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე იდენტიფიცირებული და დაკავებულია" - რას ამბობენ პროკურატურაში? - კვირის პალიტრა

“ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდამსხმელი პირი „უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე იდენტიფიცირებული და დაკავებულია" - რას ამბობენ პროკურატურაში?

პრო­კუ­რა­ტუ­რამ, 2024 წლის აქ­ცი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, მო­მი­ტინ­გე ზვი­ად მა­ი­საშ­ვი­ლის, პო­ლი­ტი­კოს ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი­სა და ჟურ­ნა­ლისტ გუ­რამ რო­გა­ვას მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე 5 პირი, მათ შო­რის 3 ყო­ფი­ლი და ერთი მოქ­მე­დი სპეც­რაზ­მე­ლი და­ა­კა­ვა.

შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რორ­მა გი­ორ­გი გვა­რა­კი­ძემ უწყე­ბა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ა­კე­თა.

გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის გან­მარ­ტე­ბით, 5-დან ორი, სხვა­დას­ხვა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, უკვე პა­ტიმ­რო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა.