4 ოქტომბრის საქმეზე განაჩენი ცნობილია: პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და სხვები - ვის რა სასჯელი ერგო? - კვირის პალიტრა

4 ოქტომბრის საქმეზე განაჩენი ცნობილია: პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და სხვები - ვის რა სასჯელი ერგო?

4 ოქ­ტომ­ბერს, ათო­ნე­ლის სა­სახ­ლეს­თან გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ბრალ­დე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი - პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე, მურ­თაზ ზო­დე­ლა­ვა, ირაკ­ლი ნა­დი­რა­ძე, პა­ა­ტა მან­ჯგა­ლა­ძე, ლაშა ბე­რი­ძე, ირაკ­ლი შა­იშ­მე­ლაშ­ვი­ლი და კი­დევ ხუთი პირი - ირაკ­ლი ჩხვირ­კია, გური ჟვა­ნია, ნიკა გვენ­ცა­ძე და თორ­ნი­კე მჭედ­ლიშ­ვი­ლი სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვედ ცნო.

მო­სა­მარ­თლე ირაკ­ლი ხუს­კი­ვა­ძის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით - ლაშა ბე­რი­ძეს - 7 წლით, მურ­თაზ ზო­დე­ლა­ვას - 7 წლით, პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძეს - 7 წლით, ირაკ­ლი ნა­დი­რა­ძეს - 7 წლით, პა­ა­ტა მან­ჯგა­ლა­ძეს - 7 წლით, თორ­ნი­კე მჭედ­ლიშ­ვილს - 5 წლით, გური ჟვა­ნი­ას - 5 წლით, ნიკა გვენ­ცა­ძეს - 5 წლით, ირაკ­ლი ჩხვირ­კი­ას - 5 წლით, ირაკ­ლი შა­იშ­მე­ლაშ­ვილს - 2 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯათ.

ცნო­ბის­თვის, მურ­თაზ ზო­დე­ლა­ვას, პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძეს და ირაკ­ლი ნა­დი­რა­ძეს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19-222-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის “ა“ ქვე­პუნ­ქტით წა­რედ­გი­ნათ, რაც სტრა­ტე­გი­უ­ლი და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის ობი­ექ­ტე­ბის ხელ­ში ჩაგ­დე­ბის და ბლო­კი­რე­ბის მცდე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს ჩა­დე­ნილს ჯგუ­ფუ­რად. მათ ასე­ვე ბრა­ლი წარ­დგე­ნი­ლი ჰქონ­დათ სსსკ-ის 225-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, რაც ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­სა და ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს. მათ ბრა­ლი წარ­დგე­ნი­ლი ჰქონ­დათ სსსკ-ის 317-ე მუხ­ლი­თაც, რაც გუ­ლის­ხმობს მო­წო­დე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წყო­ბი­ლე­ბის ძა­ლა­დო­ბით შეც­ვლის­კენ და სა­ხელ­მწი­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დამ­ხო­ბის­კენ, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 9-წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ირაკ­ლი შა­იშ­მე­ლაშ­ვილს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 317-ე მუხ­ლით წა­რედ­გი­ნა, რაც გუ­ლის­ხმობს საქ­ვეყ­ნოდ მო­წო­დე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წყო­ბი­ლე­ბის ძა­ლა­დო­ბით შეც­ვლი­სა­კენ ან სა­ხელ­მწი­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დამ­ხო­ბი­სა­კენ, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 3-წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ლაშა ბე­რი­ძეს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19-222-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის “ა“ ქვე­პუნ­ქტით ჰქონ­და წარ­დგე­ნი­ლი, რაც სტრა­ტე­გი­უ­ლი და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის ობი­ექ­ტე­ბის ხელ­ში ჩაგ­დე­ბის და ბლო­კი­რე­ბის მცდე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს ჩა­დე­ნილს ჯგუ­ფუ­რად. მას ბრალ­დე­ბა ასე­ვე წარ­დგე­ნი­ლი ჰქონ­და სსსკ-ის 225-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, რაც ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­სა და ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

ირაკ­ლი ჩხვირ­კი­ას, ნიკა გვენ­ცა­ძეს, თორ­ნი­კე მჭედ­ლიშ­ვილს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19-222-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის “ა“ ქვე­პუნ­ქტით წა­რედ­გი­ნა, რაც სტრა­ტე­გი­უ­ლი და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის ობი­ექ­ტე­ბის ხელ­ში ჩაგ­დე­ბის და ბლო­კი­რე­ბის მცდე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს ჩა­დე­ნილს ჯგუ­ფუ­რად. მას ასე­ვე ბრა­ლი წარ­დგე­ნი­ლი ჰქონ­და სსსკ-ის 225-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, რაც ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­სა და ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბა სას­ჯე­ლის ზო­მად 6-დან 9-წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გური ჟვა­ნი­ას ბრალ­დე­ბა სსსკ-ის 225-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით ჰქონ­და წარ­დგე­ნი­ლი, რაც ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას გუ­ლის­ხმობს.

პა­ა­ტა მან­ჯგა­ლა­ძეს ბრალ­დე­ბა სსსკ-ის 225-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით წა­რედ­გი­ნა, რაც ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას გუ­ლის­ხმობს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბა სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 6-დან 9-წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.