დაჭრილია ახალგაზრდა კაცი - რა ხდება ცნობილი ოზურგეთში მომხდარ სისხლიან დაპირისპირებაზე? - კვირის პალიტრა

დაჭრილია ახალგაზრდა კაცი - რა ხდება ცნობილი ოზურგეთში მომხდარ სისხლიან დაპირისპირებაზე?

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გუ­რი­ის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით 1 პირი და­ა­კა­ვეს. ინ­ფორ­მა­ცი­ას შსს ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის თა­ნახ­მად, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბი­სას, ცივი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით გულ­მკერ­დის არე­ში და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნა მო­ქა­ლა­ქეს და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

"და­შა­ვე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვის მიზ­ნით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მო­ა­თავ­სეს.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი პირი ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19-108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს” ,- აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

"ტვ პირ­ვე­ლის" ცნო­ბით, სის­ხლი­ა­ნი ან­გა­რიშს­წო­რე­ბა ოზურ­გეთ­ში, გვი­ან ღა­მით რეს­ტო­რან “ფო­როს­მან­ში” მოხ­და. ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლია რეს­ტორ­ნის მფლო­ბე­ლი გი­ორ­გი გობ­რო­ნი­ძე.

"პირ­ვე­ლე­ბის­თვის" მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გი­ორ­გი გობ­რო­ნი­ძეს, რეს­ტო­რან­ში, და­ბა­დე­ბის დღის სუფ­რა­ზე მყოფ ერთ-ერთ პირ­თან კონ­ფლიქ­ტი მო­უ­ვი­და, სა­სიკ­ვდი­ლოდ დაჭ­რი­ლი კი და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლე­ბის გაშ­ვე­ლე­ბას ცდი­ლობ­და.

წყა­რო "პირ­ვე­ლებს" უყ­ვე­ბა, რომ 23 წლის გობ­რო­ნი­ძე, რო­მე­ლიც წარ­სულ­ში ორ­ჯერ, ყა­ჩა­ღო­ბის და გა­მო­ძალ­ვის ბრალ­დე­ბით არის ნა­სა­მარ­თლე­ვი, და­ზა­რა­ლე­ბულს, თან­მხლებ პირ­თან ერ­თად იმის გამო გა­უს­წორ­და, რომ მან ჩხუბ­ში გაშ­ვე­ლე­ბა სცა­და.

და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ახლა რე­ა­ნი­მა­ცი­ა­შია, მის კარ­თან პო­ლი­ცია მო­რი­გე­ობს, პირი კი, რო­მე­ლიც გობ­რო­ნი­ძეს ახ­ლდა, ამ დრომ­დე იძებ­ნე­ბა.

შსს "პირ­ვე­ლებს" უდას­ტუ­რებს, რომ გობ­რო­ნი­ძე და­კა­ვე­ბუ­ლია, თუმ­ცა მე­ო­რე პირ­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ფერს ამ­ბობს. რაც შე­ე­ხე­ბა და­ზა­რა­ლე­ბულს, კლი­ნი­კა "მე­დალ­ფას" დი­რექ­ტო­რის და­ვით მდი­ნა­რა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მი­საა და რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა", - ვკი­თხუ­ლობთ "ტვ პირ­ვე­ლის" ვებგ­ვერ­დზე.