“ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვი ახ­სნა ისაა, რომ...“ - რატომ გამოუშვეს მარჯანიშვილის თეატრიდან ირაკლი ჩოლოყაშვილი? ინტერვიუ მსახიობთან - კვირის პალიტრა

“ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვი ახ­სნა ისაა, რომ...“ - რატომ გამოუშვეს მარჯანიშვილის თეატრიდან ირაკლი ჩოლოყაშვილი? ინტერვიუ მსახიობთან

მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რი­დან 1-ელ მა­ისს 9 მსა­ხი­ო­ბი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მი­ზე­ზად ბრძა­ნე­ბა­ში უწე­რი­ათ, რომ 3-თვი­ა­ნი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ვადა ამო­ე­წუ­რათ... ამ არ­ცთუ სა­სი­ა­მოვ­ნო ფაქ­ტი­დან უკვე 8 დღე გა­ვი­და. ჩვენ ირაკ­ლი ჩო­ლო­ყაშ­ვილს და­ვუ­კავ­შირ­დით, რო­მე­ლიც იმ ცხრა მსა­ხი­ობ­თა­გან ერთ-ერ­თია, ვინც თე­ატ­რი­დან გა­უშ­ვეს.

რო­გორ აფა­სებს მომ­ხდარს, სად აპი­რებს კა­რი­ე­რის გაგ­რძე­ლე­ბას და სა­ერ­თოდ რა გეგ­მე­ბი აქვს, ამა­ზე AMBEBI.G ესა­უბ­რა.

- ირაკ­ლი, თქვე­ნი მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე უნდა შე­ვე­ხოთ. ცხა­დია, თე­ატ­რი თქვე­ნი ნე­ბით არ და­გი­ტო­ვე­ბი­ათ. მოგ­ვი­ყე­ვით, რა მოხ­და, რად­გან აქამ­დე ამ სა­კი­თხზე პი­რა­დად სა­უბ­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ მოგ­ვცე­მია...

- თით­ქმის 30 წე­ლი­წა­დია, რაც მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში ვი­ყა­ვი. აქამ­დე სულ ერ­თწ­ლი­ა­ნი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი გვი­ფორმ­დე­ბო­და. წელს კი, იან­ვარ­ში, მე და კი­დევ რამ­დე­ნი­მე მსა­ხი­ობს, სულ ცხრა ადა­მი­ანს, სამ­თვი­ა­ნი კონ­ტრაქ­ტი დაგ­ვი­დეს. მა­შინ­ვე გავ­რცელ­და კუ­ლუ­ა­რუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რომ ეს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა აღარ გაგ­რძელ­დე­ბო­და, ოღონდ, კონ­კრე­ტუ­ლი მი­ზე­ზი არ ვი­ცო­დით.

- რო­დის გახ­და ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რი?

- 1-ელ მა­ისს ჩაგ­ვა­ბა­რეს ბრძა­ნე­ბა, სა­დაც წე­რია, რომ სამ­სა­ხუ­რი­დან და­თხოვ­ნის მი­ზე­ზი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ვა­დის ამო­წურ­ვაა. იუ­რის­ტებ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის შე­დე­გად გა­ვარ­კვი­ეთ, რომ სამ­თვი­ა­ნი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, რო­გორც წესი, სტა­ჟი­ო­რებ­თან, გა­მო­საც­დე­ლი ვა­დით ფორმ­დე­ბა ხოლ­მე. რო­დე­საც ასეთ კონ­ტრაქტს მრა­ვალ­წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე, სტა­ჟი­ან არ­ტისტს უფორ­მებ, ამას სა­ფუძ­ვლად რა­ი­მე მი­ზე­ზი უნდა ჰქონ­დეს მი­თი­თე­ბუ­ლი - მა­გა­ლი­თად, დის­ციპ­ლი­ნუ­რი გა­დაც­დო­მა ან დარ­ღვე­ვა. მსგავ­სი არა­ფე­რი არ არის. სწო­რედ ამი­ტომ, ვა­პი­რებთ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­სა­მარ­თლო­ში გა­სა­ჩივ­რე­ბას და სა­სა­მარ­თლო­ში და­ვას.

fab978d0-9139-4595-a029-897e8896467d-29276-1778220919.jpg

- რო­გო­რი იყო თქვე­ნი რე­აქ­ცია, როცა ბრძა­ნე­ბა წა­ი­კი­თხეთ? და იქვე სი­ტყვი­ე­რი გან­მარ­ტე­ბა არ მო­გი­თხო­ვი­ათ?

- როცა ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უკვე მი­ღე­ბუ­ლია, ზე­პირ­სი­ტყვი­ერ და­ზუს­ტე­ბებს აზრი არ აქვს. თუ და­სა­ზუს­ტე­ბე­ლია, ეს დო­კუ­მენ­ტით უნდა და­სა­ბუთ­დეს, თო­რემ ასე შე­იძ­ლე­ბა ბევ­რნა­ი­რი ინ­ტერპრე­ტა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცეს. შე­საძ­ლოა მე ჩემი ეჭ­ვე­ბი მქონ­დეს, სხვას - თა­ვი­სი, მაგ­რამ ამო­სა­ვა­ლი წერ­ტი­ლი ისაა, რაც ოფი­ცი­ა­ლურ დო­კუ­მენ­ტში წე­რია და უნდა ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ვა­სა­ჩივ­როთ. ყვე­ლა­ნი პროფ­კავ­ში­რის წევ­რე­ბი ვართ და ამ ეტაპ­ზე ჩვენს საქ­მე­ში პროფ­კავ­ში­რე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თო. ცხრა­ვე მსა­ხი­ო­ბი ვთა­ნამ­შრომ­ლობთ - ზოგი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად იდა­ვებს, ზოგი ერ­თობ­ლი­ვად, მაგ­რამ ყვე­ლა­ნი პროფ­კავ­ში­რის ეგი­დით ვმოქ­მე­დებთ. ჯერ­ჯე­რო­ბით ამ დე­ტა­ლებს გავ­დი­ვართ... თი­თო­ე­უ­ლის შემ­თხვე­ვა­ში გარ­კვე­უ­ლი გა­რე­მო­ე­ბა არ­სე­ბობს. ჩემ შემ­თხვე­ვა­ში და­მა­ტე­ბი­თი გა­რე­მო­ე­ბაა - მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი მა­მო­ბა, ოთხი არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლი მყავს.

განაგრძეთ კითხვა