“რო­გორც "ოც­ნე­ბის პრო­პა­გან­დის­ტის"... ცალ­სა­ხა პა­სუ­ხი მაქვს...“ - რას წერს ნინო ნადირაძე დიუშენის დიაგნოზით დაავადებულთა მოთხოვნებზე - კვირის პალიტრა

“რო­გორც "ოც­ნე­ბის პრო­პა­გან­დის­ტის"... ცალ­სა­ხა პა­სუ­ხი მაქვს...“ - რას წერს ნინო ნადირაძე დიუშენის დიაგნოზით დაავადებულთა მოთხოვნებზე

ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის (DMD) მქონე ბავშვების მშობლების უწყვეტი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მშობლების მთავარი მოთხოვნა უკავშირდება იმ ინოვაციური პრეპარატების შემოტანასა და დაფინანსებას, რომლებმაც ბოლო წლებში აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA) და ევროპის მედიკამენტების სააგენტოს (EMA) ავტორიზაცია მოიპოვეს.

ამ საკითხს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ტელეწამყვანი, ექიმი ნინო ნადირაძე:

"ბევ­რს აინ­ტე­რე­სებს დი­უ­შე­ნის კუნ­თო­ვა­ნი დის­ტრო­ფი­ის მკურ­ნა­ლო­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში უზ­რუნ­ველ­ყო­ფას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩემი პო­ზი­ცია, რო­გორც "ოც­ნე­ბის პრო­პა­გან­დის­ტის", რა­ზეც ცალ­სა­ხა პა­სუ­ხი მაქვს, არ მე­გუ­ლე­ბა ვინ­მე, ვი­საც არ უნდა, რომ იყოს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ამი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ფუ­ლის და­ზოგ­ვა­ზე სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი, სა­ერ­თოდ სი­სუ­ლე­ლეა ( სა­დღაც 3 მლნ დო­ლა­რი თვე­ში დღე­ვან­დე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ბი­უ­ჯე­ტის მდგო­მა­რე­ო­ბით სა­ერ­თოდ არ წარ­მო­ად­გენს პრობ­ლე­მას და გან­სჯის სა­განს, მით უმე­ტეს ამ­დე­ნი ლან­ძღვის ატა­ნას) აქ არის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი, ვინ აი­ღებს თავ­ზე ჯერ კი­დევ კვლე­ვის ფა­ზა­ში არ­სე­ბუ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბის გარ­თუ­ლე­ბა­სა თუ გვერ­დით ეფექ­ტებ­ზე და ზო­გა­დად ეფექ­ტუ­რო­ბა­ზე, ამი­ტომ მე რომ ვწყვეტ­დე, დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის­გან შექ­მნილ ჯგუფს გა­და­ვა­ბა­რებ­დი ამ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის თავ­ზე აღე­ბას, (რა თქმა უნდა მშობ­ლებ­თან კო­ორ­დი­ნა­ცი­ა­ში), და სა­ხელ­მწი­ფოს მხო­ლოდ და­ფი­ნან­სე­ბის ნა­წილ­ში ჩავ­რთავ­დი. ყვე­ლამ უნდა აი­ღოს თა­ვი­სი წილი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ამ ბავ­შვე­ბის სი­ცო­ცხლე­სა და ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე, სა­ხელ­მწი­ფომ, ექი­მებ­მა და მშობ­ლებ­მა"