"წავალ და ჩავჯდები, თუ ჩემს სამშობლოს სჭირდება და თუ ამ ბიჭებს აღარ შეაწუხებენ... შიგნიდან ჩაუშვეს ალბათ, თორემ ეს ბიჭები რა შუაში არიან" - ზვიად ხარაზიშვილი(ხარება)
"მე ჩემი სამშობლო ისე მიყვარს, ტყვიის არ მეშინია და შიშით მე ვერავინ ვერ შემაშინებს. მე წავალ და მე ჩავჯდები თუ ჩემს სამშობლოს სჭირდება, თუ ჩემს ქვეყანას ამით რამე ეშველება და თუ ამ ბიჭებს აღარ შეაწუხებენ", - ამის შესახებ გდდ-ს ყოფილმა ხელმძღვანელმა ზვიად ხარაზიშვილმა(ხარება) "ტვპირველს" განუცხადა.
". ჩაშვებულია აბა რა არის ახლა. ჩამშვებებს და მაგნაირ ხალხს ახლა რა გამოლევს, ხელს რომ იშვერეს. შიგნიდან ჩაუშვეს ალბათ, თვითონ შიგნით თბილად იყოს ვინმე და სხვა დაიჭიროს, ალბათ ეგეთი რამ გააკეთა ვიღაც არაკაცმა, თორე ეს ბიჭები რა შუაში არიან", - ამბობს ხარაზიშვილი.
მისი თქმით, ვინმეს მიმართ ფიზიკური ანგარიშწორების ბრძანება არასოდეს მიუღია და არც მას გაუცია.