სერგეი ლავროვის მუქარა - "თუ 9 მაისის დღესასწაულს ჩაშლიან, შეწყალება აღარ იქნება" - კვირის პალიტრა

სერგეი ლავროვის მუქარა - "თუ 9 მაისის დღესასწაულს ჩაშლიან, შეწყალება აღარ იქნება"

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, თუ დასავლეთის ქვეყნები კიევის საშუალებით გამარჯვების დღეს ჩაშლიან, მათ მიმართ არანაირი შეწყალება არ იქნება.

მინისტრის თქმით, მოწინააღმდეგე ცდილობს რუსებისთვის წმინდა დღესასწაულის ჩაშლას.

„მინდა მსურს სრული პირდაპირობითა და სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო: თუ მოხდება ის, რასაც ახლა დასავლეთში აღორძინებული ნაცისტები უკრაინის მეშვეობით აკეთებენ, მათ მიმართ არავითარი შეწყალება არ იქნება“, - აღნიშნა ლავროვმა.

მისი თქმით რუსეთმა უკრაინის ტერიტორიიდან მომდინარე ნებისმიერი საფრთხე უნდა აღმოფხვრას.

"ინტერპრესნიუსი"