"ჩვენი 12-წლიანი ურთიერთობა დამთავრდა..." - რა ვიდეოს აქვეყნებს თამუნა მუსერიძე? - კვირის პალიტრა

"ჩვენი 12-წლიანი ურთიერთობა დამთავრდა..." - რა ვიდეოს აქვეყნებს თამუნა მუსერიძე?

თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე "ინ­სტაგ­რამ­ზე" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ "სთო­რებ­ში" ამ­ბობს, რომ ამ ეტაპ­ზე მის ცხოვ­რე­ბა­ში "ყვე­ლა­ზე რთუ­ლი პე­რი­ო­დია" და ეს უკავ­შირ­დე­ბა მე­უღ­ლეს­თან და­შო­რე­ბას.

ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში ის მი­ნიშ­ნე­ბას აკე­თებს, ურ­თი­ერ­თო­ბა­ში მე­სა­მე პი­რის გა­მო­ჩე­ნა­ზე.

"ბოლო სამი თვეა ჩემი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე რთუ­ლი პე­რი­ო­დი მაქვს. ასე ცუ­დად არას­დროს ვყო­ფილ­ვარ, მაგ­რამ ზუს­ტად ვიცი, ამა­საც გა­დავ­ლა­ხავ. ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში არა­ფე­რი ყო­ფი­ლა, რაც არ გა­და­მი­ლა­ხავს. ასე­თი მშვი­დი და ჩუმი, და­მან­გრევ­ლად ჩუმი დეპ­რე­სია თუ მექ­ნე­ბო­და, არ მე­გო­ნა. მაგ­რამ მოხ­და. არ და­ვი­წყებ იმის ძი­ე­ბას, თუ ვისი ბრა­ლია. თქვენც ნუ და­ი­წყებთ იმის ძებ­ნას, თუ ვინ არის დამ­ნა­შა­ვე, არა­ვინ არა­ფერ­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლოთ, რად­გან არა­ვი­სი ბრა­ლი არ არის. მი­ზე­ზებ­ზე ვერ ვი­ლა­პა­რა­კებ. ყვე­ლა­ფერს აქვს და­სას­რუ­ლი. რამ­დე­ნი­მე თვეა, რაც ეს დამ­თავ­რდა, აქამ­დე მის­ვლა იყო რთუ­ლი. წერ­ტი­ლის დას­მის მერე არის სიმ­შვი­დე, მაგ­რამ ეს არის მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი სიმ­შვი­დე. მად­ლო­ბა მინ­და ვუ­თხრა მე­გობ­რებს, ვინც ეს პე­რი­ო­დი ჩემ­თან ერ­თად გა­ი­ა­რეს. არ მე­გო­ნა, თუ ასე გა­მი­ჭირ­დე­ბო­და. მე მე­სა­მე ადა­მი­ა­ნი არა­ფერ­ში და­მი­და­ნა­შა­უ­ლე­ბია, ის მე­სა­მე არა­ფერ შუ­ა­შია, თუმ­ცა წელს რა­საც ვუ­ყუ­რე და ვნა­ხე შემ­თხვე­ვით, აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­უ­გო­ნა­რია. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ან­მა, რო­მელ­მაც იცის, რომ კაცს ჰყავს ცოლი და სამი შვი­ლი, ოჯახ­ში ად­გე­ბო­დე სასმლით. მაგ­რამ ის გოგო არა­ფერ შუ­ა­შია, ჩვე­ნი ბრა­ლია ყვე­ლა­ფე­რი, ჩვენ რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვით მყა­რად... დამ­თავ­რდა ეს ის­ტო­რია, ჩვე­ნი 12-წლი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა დამ­თავ­რდა" - ამ­ბობს თა­მუ­ნა. გააგრძელეთ კითხვა