"მეუფე შიოს ხმების ოდენობით, უპირატესობა აქვს,...შესაძლოა ამის ფაქტორი ის არის, რომ უწმინდესმა, ის მოსაყდრედ დაადგინა და მისი კურთხევით მოქმედებდა" - მეუფე იოანე
ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება, მაგრამ მეუფე შიოს ხმების ოდენობით, უპირატესობა აქვს, ეს კი რაღაცაზე მეტყველებს. შესაძლოა ამის ფაქტორი ის არის, რომ უწმინდესმა, ის მოსაყდრედ დაადგინა, - ამის შესახებ ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ განაცხადა.
მისი თქმით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი), საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან ურთიერთობით გამოცდილება დააგროვა.
„იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი მშვიდობიანად ჩატარდება. როგორც უფალი განაგებს ისე იქნება. როდესაც პატრიარქობის 3 კანდიდატი გამოირჩა, მეუფე შიოს ხმების უპირატესობა ჰქონდა, დანარჩენ კანდიდატებთან შედარებით.
არჩევანის გაკეთება პოზიციის გამოხატვაა, მაგრამ ეს საიდუმლოა თუ ვინ, ვის მისცა ხმა. მომავალ პატრიარქს გარკვეული გამოცდილება უნდა ჰქონდეს, ახალბედა არავინ არ იქნება. ჩვენი გამოწვევაა, რომ ერთობა იყოს ერში.
ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება, მაგრამ მეუფე შიოს ხმების ოდენობით, უპირატესობა აქვს, ეს კი რაღაცაზე მეტყველებს. შესაძლოა ამის ფაქტორი ის არის, რომ უწმინდესმა, ის მოსაყდრედ დაადგინა და მისი კურთხევით მოქმედებდა. ამიტომ მეუფე შიომ გარკვეული გამოცდილება მიიღო, პატრიარქთან ურთიერთობით“, - განაცხადა ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ გამრეკელმა.
"ინტერპრესნიუსი"