რას ამბობს ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი პატრიარქის არჩევნებზე და მეუფე შიოზე?! - კვირის პალიტრა

რას ამბობს ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი პატრიარქის არჩევნებზე და მეუფე შიოზე?!

ვფიქრობ, რომ ჩვენი უწმინდესის არჩევანი, გადაწყვეტილება არის ეჭვშეუტანელი. აუცილებლად, მინდა და ვფიქრობ, რომ მეუფე შიო გახდება საქართველოს ახალი კათოლიკოს - პატრიარქი, - ამის შესახებ ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა ჟურნალისტებს სამების ტაძარში შესვლამდე განუცხადა. კითხვაზე, აქვს თუ არა მეორე ტურის მოლოდინი, პაპაშვილმა განაცხადა: „არა მგონია“.

მისი თქმით, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე სტუმრის სტატუსით არის მიწვეული. ამასთან ბიზნესმენმა უპასუხა კითხვას, თუ როგორი უნდა იყოს, მისი მოსაზრებით, ახალი პატრიარქის გზა.

„ადრეც ვთქვი, სხვა გადაცემაში, რომ ყველამ, არათუ შემდგომმა პატრიარქმა, ყველა ქართველმა უნდა მივბაძოთ ჩვენს უწმინდესს“, - განაცხადა პაპაშვილმა.

კითხვაზე, სხვა მღვდელმთავრებთანაც თუ უსაუბრია იმაზე, რომ მეუფე შიო უნდა გახდეს მომავალი პატრიარქი, პაპაშვილმა განაცხადა, რომ არ ჰქონია ამის თქმის საშუალება და ასეთ თემებზე არ უსაუბრია.

რაც შეეხება ბიზნესმენების ლობირებასთან დაკავშირებულ კითხვას, პაპაშვილის განცხადებით, ეს მართალი არ არის.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა