ქობულეთში იაპონელ ხელოვანს მოპარეს ველოდიპედი, რომლითაც ის 2023 წლიდან მსოფლიოს გარშემო მოგზაურობდა - რადიო "თავისუფლება"
ქობულეთში იაპონელ ველომოგზაურს და ხელოვანს, ნაოია ტაბიბიტოს, ველოსიპედი და პირადი ნივთების ნაწილი მოპარეს. მისი თქმით, უკვე დაუკავშირდა პოლიციას და ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. ამის შესახებ რადიო "თავისუფლება წერს"
„ის მოხდა, რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა - ველოსიპედი მომპარეს, ერთადერთი და განუმეორებელი ველოსიპედი, სახელად RISE, რომლითაც ამომავალი მზის ქვეყნიდან მსოფლიოს გარშემო ვმოგზაურობ. დილით რომ გავიღვიძე, იქ, სადაც ჩემი ტრანსპორტი მეგულებოდა, აღარაფერი დამხვდა. ახლა მხოლოდ ლოცვა შემიძლია და იმედი მაქვს, რომ მისი პოვნა მოხერხდება“, - აცხადებს ტაბიბიტო, რომელიც „რაისით“ 2023 წლიდან მოგზაურობს", - წერს რადიო "თავისუფლება"