"წერილში რუსეთის პატრიარქმა სრული ტიტულით მოიხსენია პატრიარქი შიო? მაგაშია სწორედ საქმე...ჩვენ კირილეს სრული ტიტულით არასდროს ვიხსენიებთ" - მეუფე ნიკოლოზი - კვირის პალიტრა

"წერილში რუსეთის პატრიარქმა სრული ტიტულით მოიხსენია პატრიარქი შიო? მაგაშია სწორედ საქმე...ჩვენ კირილეს სრული ტიტულით არასდროს ვიხსენიებთ" - მეუფე ნიკოლოზი

წერილში [რუსეთის პატრიარქმა საქართველოს ახალი პატრიარქი] სრული ტიტულით მოიხსენია? მაგაშია სწორედ საქმე, რომ ეს პოლიტიკური ამბავია, რადგან რუსეთმა აფხაზეთი ხომ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოაცხადა, პატრიარქი კირილე კი მაქსიმალურად იკავებს თავს, - ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისივე თქმით, კირილემ პატრიარქობის პირველივე დღეებში გამოაცხადა, რომ რუსეთის ეკლესია არასდროს არ შეეხება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ ფარგლებს და ამ დაპირებას ახლაც ასრულებს.

„რუსეთის პატრიარქმა მიულოცა, ხომ? მე მახსოვს სიტყვები, რომელიც რუსეთის პატრიარქმა თქვა, როდესაც მისი აღსაყდრება მოხდა, უშუალოდ ინტრონიზაციის დროს. მან ბრძანა საოცარი სიტყვები, რომელიც ჩამრჩა: „ერთხელ ჩემს წინამორბედ პატრიარქთან მქონდა საუბარიო“ და მან ასეთი რამ მითხრაო - „პატრიარქის ჯვრის სიმძიმეს გრძნობს მხოლოდ ის, ვინც მას ატარებს და ამას ვერავის ვერ გაუზიარებსო“.

სხვას ვერაფერს ვიტყვი და მოლოდინი ნუ გექნებათ, რადგან ეს მაინც პოლიტიკური საკითხია. სხვადასხვა დროს პატრიარქს სხვადასხვაგვარად მოიხსენიებენ. ჩვენ კირილეს სრული ტიტულით არასდროს ვიხსენიებთ. ის არის პატრიარქი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის და კიდევ წმინდა სერგის სამების ლავრის წმინდა არქიმანდრიტი. ჩვენ ასე არასდროს ვიხსენიებთ.

წერილში [კირილემ] სრული ტიტულით მოიხსენია [პატრიარქი შიო] ? მაგაშია სწორედ საქმე, რომ ეს პოლიტიკური ამბავია, იმიტომ, რომ რუსეთმა აფხაზეთი ხომ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოაცხადა, პატრიარქი კირილე კი მაქსიმალურად იკავებს თავს. მან პატრიარქობის პირველივე დღეებში გამოაცხადა, რომ რუსეთის ეკლესია არასდროს არ შეეხება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ ფარგლებს და სხვათა შორის, დღემდე ამას ასრულებს“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

რაც შეეხება უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, კითხვაზე, ახალი პატრიარქის პირობებში შეიცვლება თუ არა სტატუს-კვო უკრაინის ავტოკეფალიის საკითხთან დაკავშირებით, მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, რომ ეს ვერ მოხდება და განმარტა, რომ უკრაინის პატრიარქი საქართველოს „ეკლესიის დაუძინებელი მტერი იყო“ და თან, ის რუსეთის ეკლესიისგან იყო განკვეთილი.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა