რა არის ცნობილი შიო I -სა და შიო II-ზე? - ამბები საქართველოს პატრიარქებზე
დღეს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, ახალარჩეული პატრიარქის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის აღსაყდრება შედგა.
საზეიმო ლიტურგიის დროს ახალ პატრიარქს გადასცეს მართვის სიმბოლოები, კერძოდ, საპატრიარქო მიტრა, ასევე კუნკულ-ბარტყული (თავსაბურავი) და ჯვარ-პანაღია და კვერთხი.
შიო მესამეა, თუმცა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიის პატრიარქებში მისი სახელით კიდევ ორი პატრიარქი იყო, რომლებსაც ქვეყნისთვის ურთულეს წლებში მოუწიოთ მოღვაწეობა.
ვინ იყვნენ შიო I და შიო II შიო I (1356–1364) წლებში მართავდა საპატრიარქო ტახტს, მისი მოღვაწეობა მხოლოდ რვა წელს მოიცავს. მის შესახებ ინფორმაცია მწირია, რადგან ამ დროს საქართველოს მეფეები იყვნენ: დავით IX (1346-1360) და ბაგრატ V (1360-1393 წ.წ). საქართველოს საპატრიარქოს კათოლიკოს-პატრიარქთა ოფიციალურ სიაში იგი დგას დოროთეოზ I-ის შემდეგ და ნიკოლოზ IV-ის წინ.
ისტორიული წყაროებით, 1346 წელს ბაიბურთში გადაწერილი სომხური სახარების მინაწერი ადასტურებს, რომ ამ დროს "ქართველთა ქვეყანაში" რაღაც საშინელება მძვინვარებს.
"გაუდაბურდა აღმოსავლეთი, ე.ი. ქართველთა ქვეყანა, სადაც ბევრი ამოწყდა, სხვები შიმშილისაგან დაიხოცა".
სავსებით სამართლიანად სომხურ ხელნაწერთა ანდერძ-მინაწერების გამომცემელი ალექსანდრე აბდალაძე ამ მინიშნებას უკავშირებს შავი ჭირის ეპიდემიას. ეს მოსაზრება რომ მართალია, მტკიცდება იმითაც, რომ ქართული წყაროებით ამ პერიოდში საქართველოში არ დასტურდება არც მტრის შემოსევა, არც რაიმე სახის პოლიტიკური თუ ეკონომიკური კრიზისი, რომელსაც ასეთი მასშტაბის ტრაგედია გამოეწვია ქვეყანაში. აშკარაა, ამ დიდი უბედურების მიზეზი სხვა რამ უნდა ყოფილიყო. ასეთი კი შეიძლება ოქროს ურდოსა და ყირიმში მძვინვარე ჟამიანობა მივიჩნიოთ. ამის შესახებ ცნობა დაცულია ასევე რუსულ მატიანეშიც.
წყაროებიდან ასევე მტკიცდება, რომ ჟამიანობა რამდენიმე წელს გაგრძელებულა საქართველოში. ვრცლად