"ბზიკების" გამოსვლა "ევროვიზიაზე" - ვიდეო - კვირის პალიტრა

"ბზიკების" გამოსვლა "ევროვიზიაზე" - ვიდეო

ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფი „ბზიკები“ პირველ ნახევარფინალურ შოუზე წარდგნენ.

ჯგუფი „ბზიკები“ მე-6 ნომრად გამოვიდა და საკონკურსო სიმღერა On Replay შეასრულა.

დღევანდელ შოუზე გამოვლინდება, რომელი ქვეყნების წარმომადგენლები გადავლენ ფინალში.

წლევანდელი, 70-ე ევროვიზია ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ტარდება.