"დავიწროვდნენ...მალე, ალბათ, თავიანთი სახლის ოთახებში ჩაატარებენ ხოლმე შეხვედრებსა და თავყრილობებს" - ალუდა ღუდუშაური "ოპოზიციური ალიანსზე" - კვირის პალიტრა

"დავიწროვდნენ...მალე, ალბათ, თავიანთი სახლის ოთახებში ჩაატარებენ ხოლმე შეხვედრებსა და თავყრილობებს" - ალუდა ღუდუშაური "ოპოზიციური ალიანსზე"

[„ოპოზიციური ალიანსის“ წარმომადგენლები] თავიდან შედარებით მოზრდილ საკონფერენციო დარბაზს ქირაობდნენ, შემდეგ უკვე ვნახეთ, როგორ დავიწროვდნენ - მალე, ალბათ, თავიანთი სახლის ოთახებში ჩაატარებენ ხოლმე ასეთ შეხვედრებს და თავყრილობებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები არანაირი სიკეთის მომტანები არ არიან და მათ არც ქართველი ხალხის მხარდაჭერა აქვთ.

„სახელი მოიფიქრეს და „ალიანსი“ დაარქვეს, სინამდვილეში რაის ალიანსი უნდა იყოს, შიგნით ვინც არიან, წარმოდგენა არ აქვთ, რა არის ქვეყანა, სამშობლო და ა.შ. ვხედავთ ერთმანეთში როგორი დაპირისპირება აქვთ. არც ჩვენი ქვეყნისთვის და არც ქართველი ხალხისთვის არანაირ ნიშნულს არ წარმოადგენენ. ისინი არიან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. ისინი არანაირი სიკეთის მომტანები არ არიან, თანმიმდევრულები არ არიან და ძალიან ლოგიკურად, არც ქართველი ხალხის მხარდაჭერა აქვთ".

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა