2025 წელს ევროკავშირიდან საქართველოს 10 475 მოქალაქე გააძევეს - კვირის პალიტრა

2025 წელს ევროკავშირიდან საქართველოს 10 475 მოქალაქე გააძევეს

ევროსტატის მონაცემების თანახმად, 2025 წელს ევროკავშირის ტერიტორიიდან გაძევებულთა და მესამე ქვეყანაში დაბრუნებულთა რაოდენობის მიხედვით საქართველო მეორე ადგილზეა. გასული წლის განმავლობაში ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან საქართველოში 10 475 პირი დაბრუნდა. მესამე ქვეყანაში დაბრუნებულთა შორის ყველაზე მეტი თურქეთის მოქალაქეა 13 405 პირი, მესამე ადგილს იკავებს სირია -8 370 პირი და მას მოჰყვება ალბანეთი - 8020 პირი.

ევროსტატის მონაცემებით, მესამე ქვეყნის ყველაზე მეტი მოქალაქე - 29 295 პირი ქვეყნიდან გერმანიამ გააძევა. გაძევებულთა რაოდენობის მიხედვით მეორე ადგილზეა საფრანგეთი - 14 940 პირი, მესამე ადგილს კი შვედეთი იკავებს, რომელმაც ქვეყნიდან 11 250 პირი გააძევა.

2025 წლის განმავლობაში ევროკავშირში შესვლაზე უარი 132 600 მესამე ქვეყნის მოქალაქეს ეთქვა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (123 835 ადამიანი) 7,1%-ით აჭარბებს. აქედან ევროკავშირში შესვლაზე უარი ჯამში საქართველოს 4 785 მოქალაქეს ეთქვა.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა