"ალისა მეკითხება ხოლმე, ქორწილი გქონდაო?.. სანდრასთან არ მაქვს ურთიერთობა” - სოფო ნიჟარაძე მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობაზე? - კვირის პალიტრა

"ალისა მეკითხება ხოლმე, ქორწილი გქონდაო?.. სანდრასთან არ მაქვს ურთიერთობა” - სოფო ნიჟარაძე მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობაზე?

"ალი­სა მე­კი­თხე­ბა ხოლ­მე, ქორ­წი­ლი გქონ­დაო... ბავ­შვი გეგ­მავს ქორ­წილს, მე ყვა­ვი­ლე­ბი უნდა დავ­ყა­როო", - გა­ნა­ცხა­და სოფო ნი­ჟა­რა­ძემ პოდ­კასტ "სარ­კას­ტი­კა­ში" სტუმ­რო­ბი­სას. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს გა­და­ცე­მი­დან:

- ადრე თქვი შენ ეგე­თი რა­ღა­ცა მა­ი­ას­თან, მაია ასა­თი­ა­ნის გა­და­ცე­მა­ში, - ჩემი გული რომ მა­მა­კაც­მა მო­ი­გო­სო, უნდა იყოს თავ­ხე­დიო,- მიშა თავ­ხე­დია?

- ეგ სი­ტყვა ვთქვი? მიშა მიმ­წო­ლია, ბევ­რი რა­მით მო­ი­გო ჩემი გული ჭკუ­ით, გა­ნათ­ლე­ბით, იუ­მო­რით... სხვა­თა შო­რის ძა­ლი­ან კაი იუ­მო­რი აქვს.

- ქორ­წი­ლი არ გქო­ნი­ათ, არა? რო­დის უნდა გქონ­დეთ? რომ გა­მო­ვა თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე, გექ­ნე­ბათ თუ არა ქორ­წი­ლი?

- ბავ­შვი გეგ­მავს მა­გას, "მეო ყვა­ვი­ლე­ბი უნდა დავ­ყა­როო“. ინ­გლი­სუ­რად მე­კი­თხე­ბა თან, რომ: "გქონ­და ქორ­წი­ლიო?“ სხვა­თა შო­რის, აი, ნახე, შენ და ალის­კა ერ­თნა­ირ შე­კი­თხვებს სვამთ უკვე. არ გვი­ლა­პა­რა­კია ამა­ზე, იქ რომ მივ­დი­ვარ, იქაც იუ­მორს ინარ­ჩუ­ნებს მიშა... ტე­ლე­ფო­ნი აქვს, გა­დის და რე­კავს, ოღონდ ეს ძა­ლი­ან ცოტა ხა­ნია... სულ რამ­დე­ნი­მე თვეა, რაც შე­უძ­ლია რომ დარ­ე­კოს.

- მიშა თუ არის შენი მთა­ვა­რი სიყ­ვა­რუ­ლი ცხოვ­რე­ბის?

- სიყ­ვა­რულ­ზე სა­ლა­პა­რა­კოდ მო­მიყ­ვა­ნე? შემ­დე­გი შე­კი­თხვა დას­ვით.

- უკ­რა­ი­ნა­ში მი­შას ხომ ჰყავ­და ყო­ფი­ლი, ის გოგო, უკ­რა­ი­ნე­ლი? შვი­ლი რომ შე­ე­ძი­ნათ.

- მერე...

- მოკ­ლედ მა­გას მი­შამ აჩუ­ქა ბინა და გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ამ (დე­და­მის­მა, ბე­ბი­ამ) აჩუ­ქა ერთი მი­ლი­ო­ნი გრინ­ვა, შენს ბავ­შვს რა აჩუ­ქეს?

- შემ­დე­გი შე­კი­თხვა...

- რა აჩუ­ქა ბე­ბი­ა­მის­მა? ის ფე­რად-ფე­რა­დი ქურ­ქე­ბი არ და­უ­ტო­ვა?

- სხვა­თა შო­რის ძა­ლი­ან მოს­წონს ალის­კას გი­უ­ლის სტი­ლი. ვარ­დის­ფე­რი ქურ­ქი აქვს ერთი, რო­მელ­საც თვა­ლი და­ად­გა ბავ­შვმა და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მისი იქ­ნე­ბა.

- შენ მოგ­წონს გი­უ­ლის ქურ­ქე­ბი?

- დი­დე­ბუ­ლი გე­მოვ­ნე­ბა აქვს აქვს. სხვა­თა შო­რის, ერთხელ ძაან ლა­მა­ზი მო­სას­ხა­მი მა­ჩუ­ქა. გა­და­ყო­ლი­ლი ბე­ბი­აა მარ­თლა.

- რა­ტომ გკი­თხე ეს ბი­ნის ამ­ბა­ვი, ანუ ცალ­კე ბინა არ გაქვს ესე იგი შენ?

- რო­გორ არ მაქვს?! მე ჩემი ბინა მაქვს. დე­და­ჩე­მი ცხოვ­რობს ჩემ­თან!

- მო­ი­ცა, მიშა არის შენი საქმრო? ხელი არ გაქვთ მო­წე­რი­ლი თუ რო­გორ არის ახლა ეგ ამ­ბა­ვი?

- გა­და­დი მთა­ვარ­ზე...

- მიშა შენი საქმრო რომ არის, ასე­თი ამ­ბა­ვი მოხ­და რომ სან­დრა რუ­ლოვსთა­ნო ცი­ხე­ში გა­ა­წე­რა ხე­ლიო. ცი­ხემ­დე რა აკა­ვებ­და?

- ეს ჩემ­თან არ არის შე­კი­თხვა. უბ­რა­ლოდ მაგ დე­ტა­ლებ­ზე ლა­პა­რა­კი არ მინ­და.

- ისე სან­დრას­თან რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვს?

- არა მაქვს ურ­თი­ერ­თო­ბა. ბავ­შვე­ბი კი და-ძმო­ბენ... დიდი ბი­ჭე­ბი არი­ან და სხვა ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რო­ბენ, მაგ­რამ რო­დე­საც ჩა­მო­დი­ან - კი.