"კვარამ" "ლანს" გაუტანა - ქართველი შეუჩერებელია (ვიდეო)
ხვიჩა კვარაცხელია მატჩებს უგოლოდ არ ტოვებს. ამჯერად მან მორიგი გოლი ლანსს გაუტანა.
საფრანგეთის "ლიგა 1"-ში პსჟ ლანსს მასპინძლობს და ამ დროისთვის ანგარიშით 1-0 ამარცხებს. ხვიჩამ გოლი 29-ე წუთზე გაიტანა. საგოლე გადაცემა კი უსმან დემბელეს ანგარიშზეა.