ფლირტი ირანელ მომღერალთან და ბრიჯიტ მაკრონის სილა - საფრანგეთის პრეზიდენტის სკანდალური პირადი ცხოვრების დეტალები
ჟურნალისტი ფლორიან ტარდიფი თავის ახალ წიგნში ამტკიცებს, რომ გასულ წელს, თვითმფრინავში, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ცოლმა მას შემდეგ გაარტყა სახეში, რაც ქმრის ტელეფონში ახალგაზრდა მსახიობისგან გამოგზავნილი შეტყობინება აღმოაჩინა.

კადრები, სადაც თვითმფრინავის ტრაპზე მდგარი ბრიჯიტ მაკრონი საფრანგეთის პრეზიდენტს სილას ურტყამს, ვირუსულად გავრცელდა. როგორც ჟურნალისტი ფლორიან ტარდიფი RTL France-თან ამტკიცებს, ბრიჯიტის მრისხანება 48 წლის ემანუელ მაკრონისა და 42 წლის ირანელ მსახიობს - გოლშიფტე ფარაჰანის შორის მიმოწერამ გამოიწვია.