„საზოგადოებრივი ტრანსპორტი საქართველოს მოქალაქეებისთვის უნდა გახდეს უფასო" - ანა დოლიძე - კვირის პალიტრა

„საზოგადოებრივი ტრანსპორტი საქართველოს მოქალაქეებისთვის უნდა გახდეს უფასო" - ანა დოლიძე

„საზოგადოებრივი ტრანსპორტი საქართველოს მოქალაქეებისთვის უნდა გახდეს უფასო,“ - ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ თავმჯდომარემ ანა დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

პოლიტიკოსმა ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „საარსებო კრიზისია ქვეყანაში“.

„პირველ რიგში, ამ პრობლემის გადასაჭრელად, რაც აქამდეც უნდა გაკეთებულიყო და რაც შეიძლება გაკეთდეს, არის ის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახდეს უფასო.

ეს ჩვეულებრივი ამბავია, ძალიან ბევრი ქვეყნის ბევრ დედაქალაქში გამოიყენება, საარსებო კრიზისის დროს. ერთ დღეში გაკეთებადი არის ეს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი საქართველოს მოქალაქეებისთვის უნდა გახდეს უფასო.

როდესაც მე ვამბობ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასო გახდეს და არამოქალაქეებისთვის უნდა ღირდეს, რაც ღირს, ეს თემა ასევე ძალიან სერიოზულ ფაქტებამდე მიდის.

მაგალითად, მუშტაიდის ბაღში, სადაც ახალი პარკი გაკეთდა, 15 ლარი ღირს შესვლა. მე მყავს ბავშვი და ვიცი. როგორ შეიყვანს ორ ბავშვს თბილისში მაცხოვრებელი ადამიანი? ან მარტვილის კანიონში, ან უფლისციხეში?!

ამ ქვეყანაში ჩვეულებრივი მოქალაქისთვის ყოფნა რთულია, იმიტომ რომ ქვეყანა ამ მოქალაქეებს ახრჩობს,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.

განაგრძე კითხვა