ავარია ასპინძა-ახალციხის გზაზე: არის მსხვერპლი - კვირის პალიტრა

ავარია ასპინძა-ახალციხის გზაზე: არის მსხვერპლი

ასპინძა-ახალციხის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"