"შემთხვევები ფიქსირდება ხოლმე საქართველოშიც" - რას წერს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ნოროვირუსზე, რომელმაც კრუიზზე ადამიანი იმსხვერპლა - კვირის პალიტრა

"შემთხვევები ფიქსირდება ხოლმე საქართველოშიც" - რას წერს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ნოროვირუსზე, რომელმაც კრუიზზე ადამიანი იმსხვერპლა

გუ­შინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ბორ­დო­ში, საკ­რუ­ი­ზო გემ­ზე 1700-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი კა­რან­ტინ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და მას შემ­დეგ, რაც მგზავ­რი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ნო­რო­ვირუ­სით გარ­და­იც­ვა­ლა.

ფრან­გუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ვა­რა­უ­დოდ, 90 წლის მგზავ­რი მას შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა, რაც საკ­რუ­ი­ზო გემ­ზე ნო­რო­ვირუ­სი გავ­რცელ­და, რო­მე­ლიც ად­ვი­ლად გა­დამ­დე­ბია და მწვა­ვე გას­ტრო­ენ­ტე­რიტს იწ­ვევს. ასე­ვე, მე­დი­ის ცნო­ბით, ნო­რო­ვირუ­სის სიმპტო­მე­ბი გემ­ზე 50-მდე ადა­მი­ანს აღე­ნიშ­ნე­ბა. კრუ­ი­ზის ოპე­რა­ტორ­მა კომ­პა­ნი­ამ აღ­ნიშ­ნა, რომ 14-დღი­ა­ნი მოგ­ზა­უ­რო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მგზავ­რებ­სა და ეკი­პა­ჟის წევ­რებს კუჭ-ნაწ­ლა­ვის და­ა­ვა­დე­ბე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სიმპტო­მე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­დათ.

ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი მაია ბუ­წაშ­ვი­ლი წერს, რომ ნო­რო­ვირუ­სი იწ­ვევს საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი სის­ტე­მის ინ­ფექ­ცი­ას, მისი ძი­რი­თა­დი სიმპტო­მე­ბია გუ­ლის­რე­ვა, ღე­ბი­ნე­ბა, მუც­ლის ტკი­ვი­ლი, ფა­ღა­რა­თი, კუნ­თე­ბის ტკი­ვი­ლი.

"გა­და­ცე­მა ხდე­ბა წყლით და საკ­ვე­ბით, ასე­ვე გა­და­ე­ცე­მა ადა­მი­ა­ნი­დან ადა­მი­ან­ზე მჭიდ­რო კონ­ტაქ­ტით. მისი გავ­რცე­ლე­ბა საკ­მა­ოდ ხში­რია ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, მა­გა­ლი­თად, სტუ­დენ­ტურ სა­ცხოვ­რებ­ლებ­ში, სას­ტუმ­რო­ებ­ში, რეს­ტორ­ნებ­ში.

პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს ის, რომ ვირუ­სის უმ­ცი­რე­სი კონ­ცენ­ტრა­ცი­აც კი საკ­მა­რი­სია ადა­მი­ა­ნის ინ­ფი­ცი­რე­ბი­სათ­ვის. ეს არ არის ახა­ლი ვირუ­სი.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლია ყველ­გან, მათ შო­რის შემ­თხვე­ვე­ბი ფიქ­სირ­დე­ბა ხოლ­მე სა­ქარ­თვე­ლო­შიც. დი­აგ­ნოს­ტი­კა ხდე­ბა გა­ნავ­ლის გა­მოკ­ვლე­ვით ნო­რო­ვირუ­სის ან­ტი­გენ­ზე, რაც ჩვენს ქვე­ყა­ნა­შიც ხელ­მი­საწ­ვდო­მია კლი­ნი­კურ ლა­ბო­რა­ტო­რი­ებ­ში" - წერს ბუ­წაშ­ვი­ლი.