ქართველი მსახიობი თათია წულაძე მონიკა ბელუჩისა და ბენუა მაჟიმელის გვერდით - ფილმი „ოქროს პალმის რტოსთვის“ იბრძვის
ქართველი მსახიობი თათია წულაძე, იტალიური კინოს მშვენება მონიკა ბელუჩი და ფრანგული კინოს ვარსკვლავი ბენუა მაჟიმელი ერთად თამაშობენ რეჟისორ ლეა მისიუსის ფილმში „დაბადების დღის წვეულება“ (The Birthday Party/Histoires de la nuit), რომელიც წლევანდელი კანის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზის „ოქროს პალმის რტოს“ მოსაპოვებლად 79-ე ყოველწლიური კინოფორუმის საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობს. “ - ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელებში გვერდმა “კინო სეანსი“ გაავრცელა.
თათია წულაძე საფრანგეთიდან გვესაუბრა...
- თათია, უპირველესად, რას უმადლით დიდ წარმატებას?
- ძალიან დიდ შრომას, თუმცა იღბალსაც... იღბალი იყო ამ ფილმის კასტინგის შესახებ რომ გავიგე და მე შემარჩიეს. მოვხვდი იმ რეჟიოსრის ფილმში, რომლის ფილმებიც ყოველთვის მომწონდა.

- ფილმში, სადაც მონაწილეობს მონიკა ბელუჩი...
- დიახ, ასევე ჩემთვის გამორჩეული ფრანგი მსახიობები: - ჰაფსია ჰერზი, ბენოა მაგიმელ, ბასთიენ ბუილიონ, პოლ ჰამი, პოლ ჰამი, ალან დელაჰე..
- გადასაღები მოედნიდან რა დაგამახსოვრდათ განსაკუთრებულად?
- გადაღებები ფრანგულ სოფელში, ძალიან ლამაზ, განსხვავებული გარემოში მიმდინარეობდა. გადამღებ ჯგუფთან ერთად მდინარესთან გავდიოდი და თავი მართლაც ჯადოსნურ, ზღაპრიულ სამყაროში მეგონა. ძალიან კარგ აურას ქმნიდა ფილმის ტექნიკური ჯგუფიც.
- თქვენს როლზე რომ გვითხრათ...
- მეორეხარისხოვანი როლია, ჩემი გმირია გოგონა სახელად კიმი, რომელიც მთავარი გმირის, ნორას მეგობარია. ისინი ერთად მუშაობენ. ჩემი სცენა ნორას დაბადების დღეზეა, სადაც დაპატიჟებული ვარ. დაბადების დღე როგორც კოშმარი, ცუდად ჩაივლის. ნორას წარსულის ადამიანები ახლიდან შემოდიან მის ცხოვრებაში და კოშმარად აქცევენ.
- გადასაღბ მოედანზე მონიკა ბელუჩის შეხვდით?
- არა, მას ესხვა სცენებში იღებდნენ. მხოლოდ ერთ მსახიობთან ერთად თამაშობდა. მე რომ გადაღბაზე გამოვცხადდი, მონიკა ბელუჩის გადაღების ბოლო დღე იყო. შევხვდი, მაგრამ კარგად ვერ გავიცანი. სინამდვილეშიც ისეთივე ლამაზია, როგორც ფოტოებზე. თან ძალიან ბუნებრივია და საყვარელი ადამიანი. გაელვებით ვნახე, მაგრამ ისეთი ქარიზმა აქვს, რომელსაც ვერაფრით დაივიწყებ. ფილმი რომ ვნახე, თავის როლს ძალიან კარგად თამაშობს. მართალია, საერთო სცენებში არ ვართ, მაგრამ იმედია, მომავალში ამაშიც გამიმართლებს.

- კანში იმყოფებით?
- ჯერ არა.. ფილმის ჩვენება 22 მაისს არის დაგეგმილი და ფილმის ჩვენებას დავესწრები. საგულდაგულოდ ვემზადები, რაც კი შეიძლება, დავდივარ მაღაზიებში, ვარჩევ ჩანთას, კაბას, ფეხსაცმელს. შემეძლო დიზაინერისთვის მიმემართა, მაგრამ თავად ძალიან მიყვარს ჩაცმა. ახლა კი მივხვდი, ძალიან რთული ყოფილა საკუთარ თავზე ყველაფრის აღება. სამომავლოდ ლუქს დიზაინერს შევარჩევინებ.
- ღელავთ, კანის კინოფესტივალზე რომ მოგიწევთ გასვლა?
- ძალიან მიხარია და თან ძალიან ვღელავ... თან ისე ვემზადები, ყოველდღე ვვარჯიშობ.
- პროფესიით მსახიობი ხართ?
- დიახ. ბრიუსელში დავამთავრე სამსახიობო ფაკულტეტი.
- რამდენი წელია საქართველოდან წასული ხართ?
- 26 წელია, რაც ოჯახი წასული ვართ. საქართველოში მხოლოდ 3 სამ წლამდე ვიზრდებოდი. თუმცა, ყოველ წელს ჩამოვდივარ 2-2 თვით. მე რუსთაველი ვარ, მაგრამ ახალსოფელში ჩავდივარ კახეთში და გურიაში, - ნიგოეთში. ახლობლები მყავს - დეიდა, ბიძაშვილები... სამწუხაროდ ბებია და ბაბუა აღარ არიან ცოცხლები. საზღვარგარეთ მშობლები და ძმები მყავს, მაგრამ ერთად აღარ ვცხოვრობთ.
- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
- სპექტაკლში ვთამაშობ და ვფიქრობ რომ ამ სპექტაკლში თამაშს ისევ გავაგრძელებ.
(სპეციალურად საიტისთვის)