ნიკოლოზ პურისა - კვირის პალიტრა

ნიკოლოზ პურისა

მეორე მსოფლიო ომმა მრავალი ტკივილი და ტანჯვა მოუტანა კაცობრიობას. 1941 წელს განსაცდელი, რომელსაც ფაშისტური გერმანია ერქვა, საბჭოთა კავშირსაც დაატყდა თავს.

1941 წლის 8 ნოემბერს გერმანიის ჯარებმა ქალაქი ტიხვინი დაიკავეს. ხალხი შიმშილობის ზღვარზე აღმოჩნდა – ადრე მათ ერთადერთ საზრდოს პური წარმოადგენდა, რომელსაც ხელისუფლება ბარათებით გასცემდა, გერმანელები კი პურს აღარ არიგებდნენ.

ქალაქში შიმშილობა დაიწყო. სხვებთან ერთად ელისაბედ ხმელიოვასაც გაუჭირდა. განსაცდელში ჩავარდნილმა წმიდა ნიკოლოზის ხატის წინ ილოცა, თავისი პურის ბარათი სანთლების უჯრაში ჩაუშვა და მშიერმა დაიძინა. დილით მაგიდაზე პური დაინახა – ოთხასგრამიანი ნაჭერი, ანუ სწორედ ბარათით მისაღები ულუფა. ელისაბედი ვერაფრით ხვდებოდა, ვის უნდა მოეტანა პური. საგონებელში რომ იყო ჩავარდნილი, მასთან მისი მეზობელი, მარია პავლოვა, შევიდა. მარიამ, შენ მომიტანე პური, - ჰკითხა ელისაბედმა მარიას. – არა, საიდან? მე თვითონ უპუროდ ვზივარ-გაისმა პასუხად. მაშინ ელისაბედი მიხვდა, რომ წმინდა ნიკოლოზი შეეწია და ამ სასწაულის შესახებ უამბო მარიას. მეზობელი შეევედრა, მისი პურის ბარათიც ჩაეშვა სანთლების უჯრაში.

მართლაც, მთელი ოკუპაციის განმავლობაში, ერთი თვის მანძილზე, მარიამსა და ელისაბედს ყოველ დილით ხვდებოდათ პურის თითო ულუფა-წმინდა ნიკოლოზი კვებავდა მათ.