"შეფურთხება“ - ეს არის ჩემი პასუხი „ოცნების“ უმსგავსო ლაპარაკზე „მონანიების” შესახებ" - ელენე ხოშტარია
„შეფურთხება“ - ეს არის ჩემი პასუხი „ოცნების“ უმსგავსო ლაპარაკზე „მონანიების” შესახებ,- ასე ეხმაურება პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია, პატიმრების შეწყალების შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებებს.
ელენე ხოშტარიას შეფასებას პარტია „დროა“ სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
„ერთხელ ერთმა ტირანმა, დაატყვევა თავისუფალი უდანაშაულო ადამიანი და ჩაიფიქრა, რომ ვაწამებ და რაღაცას ვათქმევინებო. ამ თავისუფალმა უდანაშაულო ადამიანმა ხმა გაიკმინდა და სახეში შეაფურთხა.
ეს არის ჩემი პასუხი „ოცნების“ უმსგავსო ლაპარაკზე „მონანიების“ შესახებ.
ის მართლა ტირანი მაინც იყო…“- წერს ელენე ხოშტარია.
"ინტერპრესნიუსი"