ომი თუ მშვიდობა: რას ირჩევს ირანი?! - აბას არაღჩის განცხადება - კვირის პალიტრა

ომი თუ მშვიდობა: რას ირჩევს ირანი?! - აბას არაღჩის განცხადება

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის აბას არაღჩის განცხადებით, თეირანი კვლავ ღიაა მოლაპარაკებებისთვის, თუ ვაშინგტონი სერიოზულობას გამოიჩენს, - ინფორმაციას The Iran International-ი ავრცელებს.

ამასთან, მისი თქმით, წინა დიპლომატიური მცდელობების შემდეგ ირანს შეერთებული შტატების მიმართ ნდობა არ აქვს.

„მოლაპარაკებებით მხოლოდ მაშინ ვართ დაინტერესებული, თუ მეორე მხარე სერიოზულად არის განწყობილი. ამერიკელების მიმართ ნდობა არ გვაქვს. ვცდილობთ შევინარჩუნოთ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რათა დიპლომატიას შანსი მივცეთ“, - აღნიშნა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მისი მტკიცებით, „ირანი სრულად მზადაა საბრძოლო მოქმედებებს დაუბრუნდეს და ასევე მზადაა დიპლომატიური გადაწყვეტილებებისთვის“.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა