თათია წულაძე, მონიკა ბელუჩი და ფრანგული კინოს ვარსკვლავი ბენუა მაჟიმელი ერთად თამაშობენ - რას ჰყვება მსახიობი?
რას ჰყვება თათია წულაძე, ის მონიკა ბელუჩისთან ერთად გადაიღეს ფილმში, რომელიც "ოქროს პალმის რტოსთვის“ იბრძვის -
ქართველი მსახიობი თათია წულაძე, იტალიური კინოს მშვენება მონიკა ბელუჩი და ფრანგული კინოს ვარსკვლავი ბენუა მაჟიმელი ერთად თამაშობენ რეჟისორ ლეა მისიუსის ფილმში "დაბადების დღის წვეულება“ (The Birthday Party/Histoires de la nuit), რომელიც წლევანდელი კანის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზის "ოქროს პალმის რტოს“ მოსაპოვებლად 79-ე ყოველწლიური კინოფორუმის საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობს. “ - ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელებში გვერდმა “კინო სეანსი“ გაავრცელა.
თათია წულაძე საფრანგეთიდან გვესაუბრა...
- თათია, უპირველესად, რას უმადლით დიდ წარმატებას?
- ძალიან დიდ შრომას, თუმცა იღბალსაც... იღბალი იყო ამ ფილმის კასტინგის შესახებ რომ გავიგე და მე შემარჩიეს. მოვხვდი იმ რეჟიოსრის ფილმში, რომლის ფილმებიც ყოველთვის მომწონდა.
- ფილმში, სადაც მონაწილეობს მონიკა ბელუჩი...
- დიახ, ასევე ჩემთვის გამორჩეული ფრანგი მსახიობები: - ჰაფსია ჰერზი, ბენოა მაგიმელ, ბასთიენ ბუილიონ, პოლ ჰამი, პოლ ჰამი, ალან დელაჰე..