საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება - რა ღონისძიებებია დაგეგმილი? - კვირის პალიტრა

საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება - რა ღონისძიებებია დაგეგმილი?

17 მა­ისს, ოჯა­ხის სიწ­მინ­დის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, მცხე­თა-თბი­ლი­სის მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სი და ბიჭ­ვინ­თი­სა და ცხუმ-აფხა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლი­ტი, უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი შიო III პირ­ველ სა­დღე­სას­წა­უ­ლო წირ­ვას აღავ­ლენს თბი­ლი­სის ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბის სა­ხე­ლო­ბის სა­პატ­რი­არ­ქო ტა­ძარ­ში. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

სა­პატ­რი­არ­ქოს ცნო­ბით, წირ­ვას და­ეს­წრე­ბი­ან სა­გან­გე­ბოდ მისი უწ­მინ­დე­სო­ბის აღ­საყ­დრე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩა­მო­სუ­ლი სხვა­დას­ხვა ად­გი­ლობ­რი­ვი ეკ­ლე­სი­ის დე­ლე­გა­ცი­ე­ბი და სხვა სტუმ­რე­ბი, გა­ი­მარ­თე­ბა მსვლე­ლო­ბაც."17 მა­ისს სა­ქარ­თვე­ლო­ში ოჯა­ხის სიწ­მინ­დის დღე აღი­ნიშ­ნე­ბა.

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, მცხე­თა-თბი­ლი­სის მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სი და ბიჭ­ვინ­თი­სა და ცხუმ-აფხა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლი­ტი, უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი შიო III პირ­ველ სა­დღე­სას­წა­უ­ლო წირ­ვას აღავ­ლენს თბი­ლი­სის ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბის სა­ხე­ლო­ბის სა­პატ­რი­არ­ქო ტა­ძარ­ში.

წირ­ვას და­ეს­წრე­ბი­ან სა­გან­გე­ბოდ მისი უწ­მინ­დე­სო­ბის აღ­საყ­დრე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩა­მო­სუ­ლი სხვა­დას­ხვა ად­გი­ლობ­რი­ვი ეკ­ლე­სი­ის დე­ლე­გა­ცი­ე­ბი და სხვა სტუმ­რე­ბი, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის სამ­ღვდე­ლო და სა­მო­ნაზვნო დასი.

პა­რა­ლე­ლუ­რად, დი­ლის 11:00 სა­ათ­ზე ქაშ­ვე­თის წმინ­და დიდ­მო­წა­მე გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რი­დან ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბის სა­ხე­ლო­ბის სა­პატ­რი­არ­ქო ტაძ­რამ­დე გა­ი­მარ­თე­ბა ტრა­დი­ცი­უ­ლი მსვლე­ლო­ბა, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ სამ­რევ­ლო­ე­ბი და მათი წი­ნამ­ძღვრე­ბი, აგ­რეთ­ვე საკ­ვი­რაო სკო­ლე­ბი, რო­გორც მცხე­თა-თბი­ლი­სის, ისე სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის სხვა ეპარ­ქი­ე­ბი­და­ნაც. სა­მე­ბის ტა­ძარ­ში ლოც­ვი­თი მსვლე­ლო­ბი­დან მი­სულ მრევლს და­ლო­ცავს სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი.

იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ 17 მა­ი­სი არის კვი­რა, სამ­რევ­ლო­ე­ბის წი­ნამ­ძღვრებს ეძ­ლე­ვათ ლოც­ვა-კურ­თხე­ვა, რომ წირ­ვა და­ი­წყონ ჩვე­უ­ლებ­რივ­ზე ადრე, რათა მრევ­ლმა შეძ­ლოს მსვლე­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

"ინტერპრესნიუსი"