ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით მიმდინარე მსვლელობის მონაწილეები სამების ტაძარში მივიდნენ
ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ქაშვეთის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძრიდან წამოსული მსვლელობის მონაწილეები, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში მივიდნენ.
მსვლელობის მონაწილეებს დალოცავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი შიო III.
სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებიან - აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე, თბილისის საკრებულოს წევრები.
მანამდე კი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა შიო III-მ სადღესასწაულო წირვა აღავლინა, რომელსაც საგანგებოდ მისი უწმინდესობის აღსაყდრებასთან დაკავშირებით ჩამოსული სხვადასხვა ადგილობრივი ეკლესიის დელეგაციები და სხვა სტუმრები დაესწრნენ.