17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები დასრულდა - კვირის პალიტრა

17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები დასრულდა

17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები დასრულდა.

ქაშვეთის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძრიდან, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრამდე მსვლელობა 11:00 საათზე დაიწყო.

მსვლელობაში მონაწილეობას იღებდნენ სამრევლოები და მათი წინამძღვრები, აგრეთვე საკვირაო სკოლები როგორც მცხეთა-თბილისის, ისე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სხვა ეპარქიებიდანაც.

სამების ტაძარში ლოცვითი მსვლელობიდან მისული მრევლი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპომა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა შიო III დალოცა და სიტყვით მიმართა.

მანამდე თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში პატრიარქმა შიო III-მ პირველ სადღესასწაულო წირვა აღავლინა.

სამების ტაძარში სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა; საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ; საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

წირვას დაესწრნენ მისი პატრიარქის აღსაყდრებასთან დაკავშირებით ჩამოსული სხვადასხვა ადგილობრივი ეკლესიის დელეგაციები და სტუმრები, ასევე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელო და სამონაზვნო დასი.