"უწ­მინ­დე­სის უდი­დე­სი სურ­ვი­ლი იყო და შე­უძ­ლე­ბე­ლია, ეს ნა­წარ­მო­ე­ბი უდი­დე­სი ემო­ცი­ის გა­რე­შე იმ­ღე­რო" - იანო ალიბეგაშვილის მოგონებები ილია მეორეზე - კვირის პალიტრა

"უწ­მინ­დე­სის უდი­დე­სი სურ­ვი­ლი იყო და შე­უძ­ლე­ბე­ლია, ეს ნა­წარ­მო­ე­ბი უდი­დე­სი ემო­ცი­ის გა­რე­შე იმ­ღე­რო" - იანო ალიბეგაშვილის მოგონებები ილია მეორეზე

ambebi.ge-სა და “პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტის “სა­ხალ­ხო ინ­ტერ­ვი­უს“ მო­რი­გი სტუ­მა­რი იყო მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი სა­ო­პე­რო მომ­ღე­რა­ლი, ქარ­თვე­ლი სოპ­რა­ნო - იანო ალი­ბე­გაშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც მის­თვის გა­მოგ­ზავ­ნილ შე­კი­თხვებს უპა­სუ­ხა. გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უ­დან იმ ეპი­ზო­დებს, რო­დე­საც იანო ალი­ბე­გაშ­ვი­ლი კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქზე ილია II-ზე სა­უბ­რობს. “სა­ხალ­ხო ინ­ტერ­ვი­უს“ სრუ­ლი ვერ­სი­ის ნახ­ვას კი ქვე­მოთ მი­თი­თე­ბულ ბმულ­ზე შეძ­ლებთ, ხოლო ინ­ტერ­ვი­უს ელექტრო­ნუ­ლი ვერ­სი­ის სხვა ეპი­ზო­დებს უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში შე­მოგ­თა­ვა­ზებთ.

უც­ნო­ბი:

- კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არქ ილია II-ეს­თან ნა­თე­სა­უ­რი კავ­ში­რე­ბი გქონ­დათ, თუმ­ცა მას პი­რა­დად არ იც­ნობ­დით. პი­რა­დად რო­გორ გა­ი­ცა­ნით?

- ჩემი შეხ­ვედ­რა უწ­მინ­დეს­თან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იყო... მა­ნამ­დე გე­ტყვით, რომ მისი აღ­საყ­დრე­ბის ცე­რე­მო­ნი­ას დედა და­ეს­წრო და ის სა­ოც­რად უყ­ვარ­და. პატ­რი­არ­ქს გა­აჩ­ნდა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შარ­მი, ბრწყინ­ვა­ლე­ბა და სხი­ვი. სწო­რედ ამი­ტომ აი­ტა­ცა მა­შინ­დელ­მა ახალ­გაზ­რდო­ბამ კო­მუ­ნის­ტე­ბის მიერ საკ­მა­ოდ მი­ვი­წყე­ბუ­ლი და დათ­რგუ­ნუ­ლი ეკ­ლე­სია... ბე­ბი­ა­ჩე­მი გვა­რად ღუ­დუ­შა­უ­რი იყო, უწ­მინ­დე­სიც ასე­ვე - ღუ­დუ­შა­უ­რი. ეს ძა­ლი­ან პა­ტა­რა გვა­რია, ფაქ­ტობ­რი­ვად, ერთი ოჯა­ხი ვართ. ეს ამ­ბა­ვი უწ­მინ­დეს­მა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ი­გო.

მე მას მა­შინ შევ­ხვდი, რო­დე­საც მისი რე­ზი­დენ­ცია ჯერ კი­დევ სი­ონ­ში იყო. ეკ­ლე­სი­ა­ში სი­ა­რუ­ლი ბავ­შვო­ბი­დან­ვე ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და. კონ­სერ­ვა­ტო­რი­ი­დან რომ გა­მო­ვი­დო­დი, სახ­ლში მის­ვლამ­დე ქაშ­ვეთ­სა და სი­ონ­ში აუ­ცი­ლებ­ლად უნდა შევ­სუ­ლი­ყა­ვი და სან­თე­ლი და­მენ­თო. ერთხელ, სი­ონ­ში შე­სულს, დამ­ხვდა გო­გო­ნა­თა გუნ­დი, რომ­ლის დი­რი­ჟო­რიც ჩემი თა­ნა­კურ­სე­ლი, ეთერ კო­ხო­ძე იყო. ეთერ­მა მი­თხრა: “ვა­ი­მე, იანო, გეხ­ვე­წე­ბი, წა­მო­დი, უწ­მინ­დესს გა­გაც­ნობ, იცი, რო­გორ გა­უ­ხარ­დე­ბა შენი გაც­ნო­ბაო“. მე მე­რი­დე­ბო­და, მაგ­რამ მან არ მო­მის­მი­ნა, გა­იქ­ცა და უთხრა, რო­მე­ლიც ია­ნოს, რო­მე­ლიც თქვე­ნი კუ­თხი­და­ნაა, თქვე­ნი გაც­ნო­ბა სურ­სო. უწ­მინ­დეს­მა და­მი­ბა­რა. ეს იყო 80-იანი წლე­ბის შუა პე­რი­ოდ­ში, ზუს­ტი წელი არ მახ­სოვს. ტრა­პეზ­ზე დამ­პა­ტი­ჟა... რო­დე­საც შე­ვე­დი, გაშ­ლილ სუფ­რას­თან სტუმ­რებ­თან ერ­თად ფეხ­ზე ადგა ჩემს მო­სა­სალ­მებ­ლად და და­მე­ლო­და, სა­ნამ მას­თან მი­ვი­დო­დი. ეს ჩემი ცხოვ­რე­ბის უდი­დე­სი გაკ­ვე­თი­ლი იყო...

ანა:

- პატ­რი­არ­ქს უკა­ნას­კნელ გზა­ზე “ავე­მა­რია“ კა­პე­ლას­თან და ზვი­ად ბოლ­ქვა­ძეს­თან ერ­თად უმ­ღე­რეთ... რო­დე­საც ამ ნა­წარ­მო­ებ­ზე მუ­შა­ობ­და, თურ­მე მის შემ­სრუ­ლებ­ლად მხო­ლოდ თქვენ წარ­მო­გიდ­გენ­დათ... მარ­თა­ლია?

- მოგ­ვი­ა­ნე­ბით, რო­დე­საც სა­პატ­რი­არ­ქო­ში ვეს­ტუმ­რე, მი­თხრა: “ერთ-ერთ ნა­წარ­მო­ებ­ზე ვმუ­შა­ობ და ძა­ლი­ან მინ­და, რომ შენ შე­ას­რუ­ლო, რად­გან რა­საც ვწერ, შენი ხმა ჩა­მეს­მი­სო“. არ ვიცი, ამ­ხე­ლა ბედ­ნი­ე­რე­ბა მსოფ­ლი­ოს არ­ცერ­თი დიდი თე­ატ­რის მოწ­ვე­ვი­სას არ გან­მიც­დია. ეს თა­ვად უწ­მინ­დე­სის უდი­დე­სი სურ­ვი­ლი იყო და შე­უძ­ლე­ბე­ლია, ეს ნა­წარ­მო­ე­ბი უდი­დე­სი ემო­ცი­ის გა­რე­შე იმ­ღე­რო. ყო­ველ ჯერ­ზე, როცა მას ვას­რუ­ლებ, თით­ქოს მას თა­ვი­დან ვეც­ნო­ბი. გააგრძელეთ კითხვა