"სომხებმა საქართველოსგან ესეც კი წაიღეს - ფობიები არაფერ შუაშია, ეს არის რეალობა“ - რას ჰყვება ტურიზმის ანალიტიკოსი ია თაბაგარი
„საქართველოს სახელი მთელ მსოფლიოში ისმოდა, რომ ეს არის ღვინის ქვეყანა, ღვინის აკვანი, სომხებმა ესეც კი წაიღეს - ფობიები არაფერ შუაშია, ეს არის რეალობა“, - ამის შესახებ ტურიზმის ანალიტიკოსმა ია თაბაგარმა „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში საქმე განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში არაფერი კეთდება იმისთვის, რომ ღვინის ტურიზმმა აქტუალობა არ დაკარგოს მსოფლიოს მასშტაბით.
„ჩემთვის სამწუხარო ის არის, რომ 10 წელი მაქვს ნამუშევარი ღვინის ტურიზმის პროექტებზე და როდესაც საქართველოს სახელი მთელ მსოფლიოში ისმოდა, რომ ეს არის ღვინის ქვეყანა, ღვინის აკვანი, სომხებმა ესეც კი წაიღეს.
ჩვენთან არ გვეღირსა ნორმალური ღვინის მუზეუმი. მთელი მოძრაობა იმის შესახებ, რომ ჩვენი სავიზიტო ბარათია, ესეც კი დავკარგეთ. ამანაც გადაინაცვლა სომხეთში. ვინც არ დამეთანხმება, შემიძლია პირადად ვესაუბრო, ფობიები არაფერ შუაში არ არის, ეს არის რეალობა, როდესაც ბევრ კარგ გაკეთებულ საქმეს და შედეგს ნელ-ნელა ვკარგავთ“, - აღნიშნა ია თაბაგარმა.
კითხვაზე, არსებობს თუ არა გამოსავალი? - ტურიზმის ანალიტიკოსი ამბობს, რომ მხოლოდ კერძო სექტორს ეს გაუჭირდება, მით უფრო, რომ დარგში ერთიანობა არ არის.