“ცვილის ქალად იქცა?“ - 77 წლის ალა პუგაჩოვას ახალ ფოტოს აჟიოტაჟი მოჰყვა - კვირის პალიტრა

“ცვილის ქალად იქცა?“ - 77 წლის ალა პუგაჩოვას ახალ ფოტოს აჟიოტაჟი მოჰყვა

77 წლის ალა პუგაჩოვას ახალ ფოტოზე ინტერნეტში დიდი ალიაქოთია. ზოგი მიიჩნევს, რომ მაქსიმ გალკინის მეუღლემ კიდევ ერთი პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, ზოგი კი მის „ამოუცნობ სახეს“ ფოტოშოპს უკავშირებს.

ინსტაგრამზე მომღერლის ერთ-ერთი გულშემატკივრის ფოტო გამოჩნდა. „ალა ბორისოვნა, როგორც ყოველთვის, შესანიშნავია“, - მიაწერა მან ფოტოს.

original-1-1779086283-1779090425.webp

სოციალური მედიის ყველა მომხმარებელი არ დაეთანხმა. „ცვილის ქალად იქცა?“, „ახალი ოპერაცია? უკვე მერამდენე?“, „ფოტოშოპს იმდენად კარგად დაუმუშავებია, რომ გვერდით მდგომ გოგონაზე ახალგაზრდულად გამოიყურება“, „საერთოდ ვერ ვიცანი“, „რატომ არ შეგიძლია შენი ასაკის ღირსეულად მიღება? რა დაცინვაა“, - წერენ კომენტარებში.

განაგრძეთ კითხვა