ლუკაშენკო "მეორედ მოსვლისთვის" ემზადება?! - დიდი წვრთნები ბელარუსში - კვირის პალიტრა

ლუკაშენკო "მეორედ მოსვლისთვის" ემზადება?! - დიდი წვრთნები ბელარუსში

ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ქვეყანამ ბირთვული იარაღის საბრძოლო გამოყენებისა და ბირთვული მხარდაჭერის მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო.

უწყების განმარტებით, წვრთნების მიზანია პირადი შემადგენლობის მომზადების დონის ამაღლება და შეიარაღებული ძალების მზადყოფნის შემოწმება ბირთვული იარაღის ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში განლაგებისთვის.

წვრთნების ჩასატარებლად ბელარუსმა სარაკეტო და საჰაერო ძალების დანაყოფები განალაგა. ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, წვრთნების დროს, რუსულ მხარესთან თანამშრომლობით, დაგეგმილია ბირთვული იარაღის მიწოდებისა და გამოყენებისთვის მომზადების პრაქტიკა.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა