“ვერ ვიჯერებ, რომ ეს საქართველოში, რუსთაველის თეატრში მოხდა...“ - ვინ დადგა "კატიუშა" რუსთაველის თეატრში და რას აცხადებს თეატრის დირექტორი
სკანდალი რუსთაველის თეატრში - ცნობილი ხდება, რომ 14 მაისს, რუსთაველის თეატრში რუსეთის თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტის სტუდენტებმა კონცერტი გამართეს, რომელიც მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 81-ე წლისთავს მიეძღვნა. ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციამ გაავრცელა... კადრებში ჩანს, რუსთველის თეატრის სცენაზე როგორ ასრულებენ რუსი მსახიობები სხვადასხვა სიმღერებს, მათ შორის "კატიუშას".
წარმოდგენის შესახებ კომენტარი სოციალურ ქსელში სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელმა თამთა მიქელაძემ გააკეთა და დაწერა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობიდან 35 წლის თავზე ამ პროგრამის რუსთაველის თეატრში ჩატარება "გამაოგნებელია".
"მგონი ბევრს გამოგვრჩა, მეც მხოლოდ ახლა ვნახე და ვერ ვიჯერებ, რომ ეს საქართველოში, რუსთაველის თეატრში მოხდა.
კრემლის ოფიციალური ნარატივით წარმოდგენილი მეორე მსოფლიო ომის გამოცდილებას ასე პირდაპირ უნდა იღებდეს და მოიხმარდეს ჩვენი საზოგადოება?!