ბა­თუ­მის პორ­ტში რუ­სუ­ლი საკ­რუ­ი­ზო გემი Astoria Grande ბრუნ­დე­ბა? - რა ინფორმაციას ავრცელებს სა­ზღვაო ტრან­სპორ­ტის სა­ა­გენ­ტო? - კვირის პალიტრა

ბა­თუ­მის პორ­ტში რუ­სუ­ლი საკ­რუ­ი­ზო გემი Astoria Grande ბრუნ­დე­ბა? - რა ინფორმაციას ავრცელებს სა­ზღვაო ტრან­სპორ­ტის სა­ა­გენ­ტო?

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს ბა­თუ­მის პორ­ტში რუ­სუ­ლი საკ­რუ­ი­ზო გემი Astoria Grande ბრუნ­დე­ბა, არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს და წარ­მო­ად­გენს სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნის მცდე­ლო­ბას, - ამის შე­სა­ხებ სა­ზღვაო ტრან­სპორ­ტის სა­ა­გენ­ტოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბა­თუ­მის ნავ­სად­გურ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი გე­მის შე­მოს­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ არ­სე­ბობს არც და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი გა­ნა­ცხა­დი და არც რა­ი­მე შე­მოს­ვლის გა­ნა­ცხა­დი მუ­შავ­დე­ბა.“მსგავ­სი ტი­პის და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი და ემო­ცი­უ­რად მა­ნი­პუ­ლა­ცი­უ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ვრცელ­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და­ძა­ბუ­ლო­ბი­სა და სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბის შე­საქ­მნე­ლად.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვაო სფე­რო­ში მოქ­მე­დი ყვე­ლა პრო­ცე­დუ­რა ხორ­ცი­ელ­დე­ბა მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის, სა­ერ­თა­შო­რი­სო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის, უსაფრ­თხო­ე­ბის, სა­სა­ზღვრო და სან­ქცი­ებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბის მო­თხოვ­ნე­ბის სრუ­ლი დაც­ვით.

მო­ვუ­წო­დებთ ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირს, თავი შე­ი­კა­ვონ გა­და­უ­მოწ­მე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის­გან და და­ეყ­რდნონ მხო­ლოდ ოფი­ცი­ა­ლურ წყა­რო­ებს”,- ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში