"დაგ­ვიბ­რუნ­და 90-იანები... ჩემს მე­გო­ბარს ბინა გა­უ­ტე­ხეს, გა­ი­ტა­ნეს ძვირ­ფა­სი ნივ­თე­ბი. მო­ვი­და პო­ლი­ცია და გან­ცხა­დე­ბაც არ მი­ი­ღო, სად ვე­ძე­ბოთ ახ­ლაო" - რას წერს ლიზა ვადაჭკორია? - კვირის პალიტრა

"დაგ­ვიბ­რუნ­და 90-იანები... ჩემს მე­გო­ბარს ბინა გა­უ­ტე­ხეს, გა­ი­ტა­ნეს ძვირ­ფა­სი ნივ­თე­ბი. მო­ვი­და პო­ლი­ცია და გან­ცხა­დე­ბაც არ მი­ი­ღო, სად ვე­ძე­ბოთ ახ­ლაო" - რას წერს ლიზა ვადაჭკორია?

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ლიზა ვა­და­ჭ­კო­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ წერს და მისი მე­გობ­რის მა­გა­ლი­თი მოჰ­ყავს.

მისი თქმით, გახ­შირ­და ქურ­დო­ბა და ძარ­ცვა, ხოლო პო­ლი­ცია არ რე­ა­გი­რებს.“ქურ­დო­ბა და ძარ­ცვა გახ­შირ­და! პო­ლი­ცია უმოქ­მე­დო­დაა!

ჩემს მე­გო­ბარს ბინა გა­უ­ტე­ხეს, გა­ი­ტა­ნეს ძვირ­ფა­სი ნივ­თე­ბი. მო­ვი­და პო­ლი­ცია და გან­ცხა­დე­ბაც არ მი­ი­ღო, სად ვე­ძე­ბოთ ახ­ლაო.

- იქ­ნებ ანა­ბეჭ­დე­ბი აი­ღოთ, რა­ი­მე მო­ი­მოქ­მე­დოთ, აღ­შფოთ­და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი.

- ახლა და­გი­ლუ­ქავთ ორი კვი­რით ბი­ნას, სა­დაც გინ­დათ იცხოვ­რეთ. გინ­დათ პრობ­ლე­მე­ბი?!

აი ეს იყო პა­სუ­ხი კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბის­გან.

მოკ­ლედ შერ­ჩათ ხახ­ვი­ვით ნა­ქურ­და­ლი ყა­ჩა­ღებს. ეს თბი­ლის­ში ხდე­ბა.

დღეს კი გა­ვი­გე, ახ­ლობ­ლის ბა­თუ­მის ბინა გა­უ­ქურ­დი­ათ… მე­რამ­დე­ნეს ვი­გებ…

პლა­ტო­ზე იგი­ვე ხდე­ბა. სა­მე­ზობ­ლო კა­მე­რე­ბის ფულს აგ­რო­ვებს. დაგ­ვიბ­რუნ­და 90-ები.

მთა­ვა­რია ტრო­ტუ­არ­ზე არ ვიდ­გეთ და გზა არ გა­დავ­კე­ტოთ…“ - წერს ვა­და­ჭ­კორია.