"ისინი წყალში ჩასვლის წამიდან განწირულები იყვნენ" - რა მოხდა “ზვიგენების გამოქვაბულში, სადაც 5 იტალიელი მყვინთავი დაიღუპა - ახალი დეტალები - კვირის პალიტრა

"ისინი წყალში ჩასვლის წამიდან განწირულები იყვნენ" - რა მოხდა “ზვიგენების გამოქვაბულში, სადაც 5 იტალიელი მყვინთავი დაიღუპა - ახალი დეტალები

მალ­დი­ვის კუნ­ძუ­ლებ­ზე, ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ბნელ და სა­ხი­ფა­თო წყალ­ქვე­შა გა­მოქ­ვა­ბულ­ში, რო­მელ­საც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი „ზვი­გე­ნე­ბის გა­მოქ­ვა­ბულს“ უწო­დე­ბენ, ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და. ექ­სპე­დი­ცი­ის დროს 5 იტა­ლი­ე­ლი მყვინ­თა­ვი და­ი­ღუ­პა. მათ სა­ძებ­ნე­ლად გაგ­ზავ­ნილ­მა ელი­ტურ­მა მაშ­ვე­ლებ­მა ოთხი მათ­გა­ნის ცხე­და­რი გა­მოქ­ვა­ბუ­ლის ყვე­ლა­ზე ღრმა და ფარ­თო ნა­წილ­ში, და­ახ­ლო­ე­ბით 50 მეტ­რის სიღ­რმე­ზე იპო­ვეს. მე­ხუ­თე გარ­დაც­ვლი­ლი კი მა­ნამ­დე, გა­მოქ­ვა­ბუ­ლის შე­სას­ვლელ­თან ახ­ლოს აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

და­ღუ­პუ­ლებს შო­რის არი­ან გე­ნუ­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ეკო­ლო­გი­ის პრო­ფე­სო­რი მო­ნი­კა მონ­ტე­ფალ­კო­ნე, მისი ქა­ლიშ­ვი­ლი ჯორ­ჯია, სა­ზღვაო ბი­ო­ლო­გი ფე­დე­რი­კო გუ­ალ­ტი­ე­რი, მკვლე­ვა­რი მი­უ­რი­ელ ოდე­ნი­ნო და გე­მის კა­პი­ტა­ნი/ინ­სტრუქ­ტო­რი ჯან­ლუ­კა ბე­ნე­დე­ტი. მო­ნი­კა და მი­უ­რი­ე­ლი გა­მოქ­ვა­ბულ­ში სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვას ატა­რებ­დნენ.

misia1-34080-1779170892.webp

სამ­ძებ­რო ოპე­რა­ცია იმ­დე­ნად რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა, რომ მას კი­დევ ერთი მსხვერ­პლი მოჰ­ყვა - ცხედ­რე­ბის ძებ­ნი­სას, მალ­დი­ვე­ლი სამ­ხედ­რო მყვინ­თა­ვი დე­კომ­პრე­სი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბით (რო­დე­საც წყლი­დან ზე­და­პირ­ზე ძა­ლი­ან სწრა­ფად ამოს­ვლის გამო სის­ხლში აი­რის ბუშ­ტუ­კე­ბი ჩნდე­ბა) გარ­და­იც­ვა­ლა. ამით ტრა­გე­დი­ის მსხვერ­პლთა რი­ცხვი 6-მდე გა­ი­ზარ­და.

განაგრძეთ კითხვა