სი ძინპინის ავი წინასწარმეტყველება პუტინს - რა უთხრა ჩინეთის ლიდერმა ტრამპს კრემლის ბინადარზე?! - კვირის პალიტრა

სი ძინპინის ავი წინასწარმეტყველება პუტინს - რა უთხრა ჩინეთის ლიდერმა ტრამპს კრემლის ბინადარზე?!

სი ძინპინმა დონალდ ტრამპს განუცხადა, რომ პუტინმა შესაძლოა, უკრაინაში შეჭრა ინანოს, - ინფორმაციას გამოცემა Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემის წყაროების ცნობით, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა აღნიშნული განცხადება გასულ კვირას, პეკინში, აშშ-ის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებების დროს, კერძოდ, უკრაინის საკითხზე საუბრისას გააკეთა.

ასევე, გამოცემის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა სი ძინპინს შესთავაზა, რომ აშშ-მა, ჩინეთმა და რუსეთმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინააღმდეგ ითანამშრომლონ.

ტრამპის თქმით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან დაკავშირებით სამივე სახელმწიფოს ინტერესები ემთხვევა.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა