"დათომ "მეფედრონი“ თუ რაღაც შეიყნოსა, შინ წასულა, დაწოლილა... გული გაუსკდა..." - რას ჰყვება თბილისში გარდაცვლილი 22 წლის ბიჭის ბაბუა? - კვირის პალიტრა

"დათომ "მეფედრონი“ თუ რაღაც შეიყნოსა, შინ წასულა, დაწოლილა... გული გაუსკდა..." - რას ჰყვება თბილისში გარდაცვლილი 22 წლის ბიჭის ბაბუა?

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ყო­ფი­ლი პო­ლი­ტი­კო­სის, გია ყრუ­აშ­ვი­ლის სუ­ლის­შემ­ძვრე­ლი სტა­ტუ­სი გავ­რცელ­და, რო­მელ­შიც მისი 22 წლის შვი­ლიშ­ვი­ლის დათო ბლი­ა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზებ­ზე წერს.

“გუ­შინ მი­წას მი­ვა­ბა­რე ჩემი სიმ­წრით გაზ­რდი­ლი 22 წლის შვი­ლიშ­ვი­ლი - ჩემი და­თუ­ჩა… დედა ემიგ­რა­ცი­ა­ში ჰყავ­და და 5 წელი ნა­ნა­ხი არ ჰყავ­და. მო­ნატ­რე­ბა­ში, ტკი­ვილ­ში და უსა­მარ­თლო­ბა­ში და­ლია სული…

პა­რას­კევს შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხურ­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად შე­ვი­ტა­ნე მო­თხოვ­ნა სტა­ტის­ტი­კუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მო­თხო­ვა­ზე, რად­გან სწო­რედ მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის ღა­მეს კი­დევ 5 ახალ­გაზ­რდა - 5 ან­გე­ლო­ზი, იმა­ვე მი­ზე­ზით გარ­და­იც­ვა­ლა.

ვე­ლო­დე­ბი ოფი­ცი­ა­ლურ ცნო­ბას… და დღეს, ჩემი და­თუ­ჩას საფ­ლავ­თან და­დე­ბუ­ლი ფი­ცით ვამ­ბობ:მთელ ჩემს ენერ­გი­ას, გა­მოც­დი­ლე­ბას, ძა­ლას და სი­ცო­ცხლეს გა­მო­ვი­ყე­ნებ იმის­თვის, რომ ჩემი და­თუ­ჩა იყოს ბოლო მსხვერ­პლი…

ვინც მიც­ნობს, ყვე­ლამ კარ­გად იცის, მე ვე­რა­ფე­რი გა­მა­ჩე­რებს.

ვერ გა­მა­ჩე­რე­ბენ ვერც ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ახალ­გაზ­რდე­ბის და­ღუპ­ვა­ზე ხუ­ჭა­ვენ თვალს, ვერც ისი­ნი, ვინც ამ უბე­დუ­რე­ბას ხელს აფა­რე­ბენ.

მე და­ვი­წყებ ბრძო­ლას… ბრძო­ლას იმ სი­მარ­თლის­თვის, რო­მელ­საც წლე­ბია ფარ­და ადევს. თუ რას და რო­გორ ვი­წყებ - ამას ჩემი და­თუ­ჩას საფ­ლა­ვი­დან მო­გახ­სე­ნებთ… იქ, სა­დაც ფიცი დავ­დე ჩემს ან­გე­ლოზ­თან,“ - წერს ყრუ­აშ­ვი­ლი.

ambebi.ge და­უ­კავ­შირ­და გია ყრუ­აშ­ვილს და მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ა­ზე ესა­უბ­რა:

"და­თუ­ჩა ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლის შვი­ლია, დე­და­მი­სი ნატო 5 წე­ლია ემიგ­რა­ცი­ა­შია, გერ­მა­ნი­ა­ში. დათო უწე­სი­ე­რე­სი ბავ­შვი იყო, ჩემ­თან, რკი­ნიგ­ზა­ში მუ­შა­ობ­და. ნა­ტოს ოჯა­ხი და­ენგრა და მას შემ­დეგ ჩემ­თან ცხოვ­რობ­დნენ. მამა რომ მო­მიკ­ვდა, და­თომ მი­თხრა, ბაბუ, ცხე­ნი მი­ყი­დე და სო­ფელ­ში გა­და­ვალ ბე­ბოს­თან და იქ ვის­წავ­ლი სკო­ლა­შიო. მარ­თლაც, გა­და­ვი­და ხა­რა­გა­ულ­ში და დე­დაც რომ მო­მიკ­ვდა, ბავ­შვს იქ ხომ არ დავ­ტო­ვებ­დი მარ­ტოს, ჩემ­თან წა­მო­ვიყ­ვა­ნე თბი­ლის­ში, მერე რკი­ნიგ­ზა­ში და­ვა­წყე­ბი­ნე მუ­შა­ო­ბა - ჯერ ცეხ­ში მუ­შა­ობ­და, მერე თა­ნა­შემ­წის პო­ზი­ცი­ა­ზე. ნა­ტოს მალე ბინა უნდა ეყი­და შვი­ლის­თვის და კუ­ბოს ყიდ­ვა მო­უ­წია, და­ვი­ღუ­პეთ... გააგრძელეთ კითხვა