დიმიტრი მედვედევის "იგავ-არაკები" ფინიებზე, დიდ ძაღლებზე და "პატარა ტვინებზე"
იდიოტებმა ეგრეთწოდებული ბალტიის ქვეყნებიდან ცოტა ხნის წინ კვლავ ხმამაღლა, რუსოფობიურად ყეფა ატეხეს, - ასე ეხმაურება რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, კიასტუტის ბუდრის განცხადებას, რომ ნატო-ს კალინინგრადში რუსული ბაზების განადგურების საშუალება აქვს.
„ჯერ ესტონეთიდან ვიღაც „ცაჰკნამ“ განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები მანამ არ უნდა დაიწყოს, სანამ „უკრაინა“ ფრონტზე წარმატებას არ მიაღწევს. შემდეგ, ლიეტუველი კლინიკური დეგენერატი, მეტსახელად „ბუდრისი“ გამოვიდა შეთავაზებით, „რუსეთს უჩვენონ“ და კალინინგრადში შეაღწიონ“, - დაწერა მედვედევმა „ტელეგრამ“ არხზე.
მისი თქმით, ძაღლი რაც უფრო პატარაა, მით უფრო ისტერიულია ყეფა.
„როგორც ვიცით, ფინიებს უყვართ დიდ ძაღლებზე ხმამაღლა ყეფა, რათა გაზარდონ თავიანთი ავტორიტეტი. ეს გასაგებია: მათი ტვინი ძალიან პატარაა“, - აღნიშნა მედვედევმა.
"ინტერპრესნიუსი"