"პედაგოგმა კლასიდან გამიშვა: "მე შენი ძიძა არ ვარო, ატირებული წამოვედი" - რას იხსენებს იანო ალიბეგაშვილი “სახალხო ინტერვიუში“ - კვირის პალიტრა

"პედაგოგმა კლასიდან გამიშვა: "მე შენი ძიძა არ ვარო, ატირებული წამოვედი" - რას იხსენებს იანო ალიბეგაშვილი “სახალხო ინტერვიუში“

Ambebi.ge-სა და "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტის "სა­ხალ­ხო ინ­ტერ­ვი­უს“ მო­რი­გი სტუ­მა­რი მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი სოპ­რა­ნო იანო ალი­ბე­გაშ­ვი­ლი გახ­ლდათ. მან სა­ზო­გა­დო­ე­ბის მიერ გა­მოგ­ზავ­ნილ შე­კი­თხვებს უპა­სუ­ხა. გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უ­დან სა­ინ­ტე­რე­სო ეპი­ზო­დებს, რომ­ლის ნა­წი­ლი Ambebi.ge-მ უკვე შე­მოგ­თა­ვა­ზეთ. "სა­ხალ­ხო ინ­ტერ­ვი­უს“. სრუ­ლი ვერ­სი­ის ნახ­ვას კი მი­თი­თე­ბულ ბმულ­ზე შეძ­ლებთ (ინ­ტერ­ვიუ სრუ­ლად)

ნინო:

- მო­გე­სალ­მე­ბით. რო­გორ ხართ? ამ ეტაპ­ზე სად ხართ და კონ­კრე­ტუ­ლად რას საქ­მი­ა­ნობთ?

- მე ვარ იანო ალი­ბე­გაშ­ვი­ლი, ოპე­რის მომ­ღე­რა­ლი. სა­ერ­თა­შო­რი­სო სცე­ნებ­ზე "იანო-თა­მა­რის“ სა­ხე­ლით ვსარ­გებ­ლობ. ჩემი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბა, რა თქმა უნდა, გრძელ­დე­ბა და კვლავ ჩემს პრო­ფე­სი­ა­ში ვარ - ვმღე­რი სხვა­დას­ხვა თე­ატ­რში, თუმ­ცა, გარ­კვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო, შე­და­რე­ბით იშ­ვი­ა­თად. უკვე 36 წელ­ზე მე­ტია, რაც იტა­ლი­ა­ში ვარ და ჩემს ოჯახ­თან ერ­თად იქ ვაგ­რძე­ლებ ცხოვ­რე­ბას.

imagetools0-43100-1779195475.jpg

ვინი:

- მსოფ­ლი­ოს რამ­დენ სა­ო­პე­რო სცე­ნა­ზე გიმ­ღე­რი­ათ და ყვე­ლა­ზე სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო თქვენ­თვის რო­მე­ლი იყო და არის?

- სა­ზო­გა­დოდ, ნე­ბის­მი­ე­რი მომ­ღერ­ლი­სა თუ მსა­ხი­ო­ბის­თვის ყვე­ლა ქვეყ­ნის სცე­ნა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლოა. არა­სო­დეს და­მით­ვლია და გან­მი­ხი­ლავს თუ რამ­დენ თე­ატ­რში ან სად მიმ­ღე­რია, თუმ­ცა ერთს და­ნამ­დვი­ლე­ბით გე­ტყვით: მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან სცე­ნებ­ზე მაქვს ნამ­ღე­რი. მათ შო­რის, რა თქმა უნდა, არის მი­ლა­ნის "ლა სკა­ლა“, რო­მე­ლიც ჩვე­ნი "აკ­ვა­ნია“. იქ არა­ერ­თი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პრო­ექ­ტი მქო­ნია.

მკი­თხვე­ლი:

- მუ­სი­კის ნიჭი და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უნა­რი ვინ აღ­მო­ა­ჩი­ნა თქვენ­ში და რა მი­მარ­თუ­ლე­ბა მოგ­ცათ?

- დედა ოჯახ­ში ყვე­ლა­ფე­რია და ასე იყო ჩემ შემ­თხვე­ვა­შიც. ის იმ­დე­ნად იყო ხე­ლოვ­ნე­ბა­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, რომ ყვე­ლა შვი­ლი ამ გზა­ზე დაგ­ვა­ყე­ნა: ჩემი ძმა არ­ქი­ტექ­ტო­რია, უფ­რო­სი და - პი­ა­ნის­ტი, უმ­ცრო­სი და - ვო­კა­ლის­ტი და მეც ვო­კა­ლის­ტი, სა­ო­პე­რო მომ­ღე­რა­ლი ვარ.

განაგრძეთ კითხვა