რატომ გამოუშვეს დიზაინერი დათუნა სულიკაშვილი ციხიდან ორი დღით?! - ადვოკატის განმარტება
ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის განცხადებით, ნარკოდანაშაულში ბრალდებულმა დიზაინერმა, დათუნა სულიკაშვილმა პენიტენციური დაწესებულება მხოლოდ უქმე დღეებში, 2 დღით დატოვა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ მისმა უფლებადამცველმა, მარიამ კუბლაშვილმა განუცხადა, აღნიშნულის უფლება მსჯავრდებულს პენიტენციური კოდექსის შესაბამისად გააჩნია.
რაც შეეხება სასჯელის მოხდას, დიზაინერი ციხეს მიმდინარე წლის 9 ივნისს დატოვებს.
„პენიტენციური კოდექსის 34-ე მუხლის მე-12 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულს შეუძლია დატოვოს დაწესებულება დასვენებისა და უქმე დღეებში. დავით სულიკაშვილს საპროცესო შეთანხმების საფუძველზე განესაზღვრა 6 თვე თავისუფლების აღკვეთა, გამომდინარე იქიდან, რომ მისი დაკავება მოხდა 09/12/2025 წელს, იგი სასჯელაღსრულების დაწესებულებას ტოვებს 09/06/2026 წელს.
ამავე კოდექსის თანახმად, დათუნა სულიკაშვილს მიეცა შესაძლებლობა ორი დღით დაეტოვებინა საპატიმრო დაწესებულება და იმყოფებოდა სახლში“- განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.
"ინტერპრესნიუსი"