ტანსაცმლის მაღაზიების ქსელ "Mango“-ს დამფუძნებლის შვილი, რომელიც მამის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, კატალონიის პოლიციამ დააკავა - კვირის პალიტრა

ტანსაცმლის მაღაზიების ქსელ "Mango“-ს დამფუძნებლის შვილი, რომელიც მამის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, კატალონიის პოლიციამ დააკავა

ტან­საც­მლის მა­ღა­ზი­ე­ბის ბრენდ "Mango"-ს აწ გარ­დაც­ვლი­ლი დამ­ფუძ­ნებ­ლის, ისაკ ან­დი­კის შვი­ლი სამ­შა­ბათს ეს­პა­ნეთ­ში, კა­ტა­ლო­ნი­ის პო­ლი­ცი­ამ და­ა­კა­ვა. მისი და­პა­ტიმ­რე­ბა მო­დის მაგ­ნა­ტის ბუ­რუ­სით მო­ცულ სიკ­ვდილს უკავ­შირ­დე­ბა, რო­მე­ლიც 2024 წელს მამა-შვი­ლის მთა­ში სე­ირ­ნო­ბის დროს მოხ­და.

რო­გორც ეს­პა­ნუ­რი მე­დია წერს ის ბარ­სე­ლო­ნა­ში, სა­კუ­თარ სახ­ლში და­ა­კა­ვეს.

მი­ლი­არ­დე­რის შვი­ლი, 45 წლის ჯო­ნა­თან ან­დი­კი, რო­მელ­მაც მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, მო­დის გლო­ბა­ლუ­რი იმ­პე­რია თა­ვის დებ­თან ერ­თად ჩა­ი­ბა­რა, და­კი­თხვა­ზე გა­და­იყ­ვა­ნეს. ად­გი­ლობ­რი­ვი პო­ლი­ცი­ის გან­ცხა­დე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბა შე­საძ­ლო მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ოჯა­ხის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა და­ა­დას­ტუ­რა, რომ უმ­ცრო­სი ან­დი­კი გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბის კი­თხვებს უპა­სუ­ხა თუმ­ცა სხვა დე­ტა­ლე­ბის გაჟ­ღე­რე­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვა.

განაგრძეთ კითხვა