ცნობილია ბაქო-თბილისის მატარებლის მოძრაობის გრაფიკი - კვირის პალიტრა

ცნობილია ბაქო-თბილისის მატარებლის მოძრაობის გრაფიკი

ბაქო-თბილისის მიმართულებაზე მატარებელი ყოველდღიურად იმოძრავებს - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის რკინიგზა ავრცელებს.

გრაფიკის მიხედვით, ბაქოდან მატარებელი 23:10 საათიდან გავა და თბილისში მომდევნო დღეს, 08:41 საათზე იქნება.

რკინიგზის ცნობითვე, თბილისიდან მატარებელი ყოველ დღე 21:00 საათზე გავა და ბაქოში მომდევნო დღეს 06:24 საათზე ჩავა.

„მატარებელი გაჩერდება ბაქოს რკინიგზის სადგურზე, ბილაჯარში, ევლახში, განჯაში, აღსთაფასა და ბოიუქ ქესიქის სადგურებზე, ხოლო საქართველოს ტერიტორიაზე - გარდაბნის სადგურსა და თბილისის რკინიგზის სადგურზე“, - ნათქვამია აზერბაიჯანის რკინიგზის განცხადებაში.

განაგრძეთ კითხვა