ცუდი ამბავი ევროპისთვის: პენტაგონს ბებერი კონტინენტიდან ერთი ბრიგადა გაჰყავს
ომის დეპარტამენტმა ევროპაში განლაგებული საბრძოლო ბრიგადის ჯგუფების საერთო რაოდენობა ოთხიდან სამამდე შეამცირა, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც პენტაგონის პრესსპიკერი შონ პარნელი ავრცელებს.
მისი განმარტებით, ეს გადაწყვეტილება ევროპაში აშშ-ის ძალების განლაგებაზე ორიენტირებული ყოვლისმომცველი, მრავალშრიანი პროცესის შედეგი იყო.
„ეს გადაწყვეტილება ევროპაში აშშ-ის ძალების განლაგებაზე ორიენტირებული ყოვლისმომცველი, მრავალშრიანი პროცესის შედეგი იყო. ეს იწვევს აშშ-ის ძალების პოლონეთში განლაგების დროებით გადადებას, რომელიც აშშ-ის სამაგალითო მოკავშირეა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
პენტაგონის განმარტებით, ევროპაში განთავსებული ამ და სხვა ამერიკული ძალების საბოლოო განლაგებას განსაზღვრავენ აშშ-ის სტრატეგიული და ოპერატიული საჭიროებების, ასევე მოკავშირეების მიერ ევროპის თავდაცვაში საკუთარი წვლილის შეტანის შესაძლებლობების დამატებითი ანალიზის საფუძველზე.
„ეს ანალიზი შექმნილია პრეზიდენტ ტრამპის „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ დღის წესრიგის წინსვლისთვის, მათ შორის, ჩვენი ნატო-ელი მოკავშირეების წახალისებისა და შესაძლებლობების გაძლიერების გზით, რათა მათ ევროპის თავდაცვაზე ძირითადი პასუხისმგებლობა თავად აიღონ“, - აღნიშნულია განცხადებაში.
"ინტერპრესნიუსი"