“განვითარების შეფერხების გამო მუდმივად სჭირდებათ ძვირადღირებული მედიკამენტოზური მკურნალობა” - და-ძმას საზოგადოების დახმარება სჭირდება - კვირის პალიტრა

“განვითარების შეფერხების გამო მუდმივად სჭირდებათ ძვირადღირებული მედიკამენტოზური მკურნალობა” - და-ძმას საზოგადოების დახმარება სჭირდება

და- ძმას, 10 წლის გიორგის და 9 წლის ანამარია ბერიშვილებს საზოგადოების დახმარება სჭირდებათ. ორივე მოზარდს განვითარების პრობლემები აქვთ და როგორც მათი დედა, ეთერ ბარამიძე ამბობს, ოჯახს შვილებისთვის მედიკამენტების საყიდლად თანხა სჭირდება. ოჯახი სოციალურად დაუცველია, საზოგადოება ადრე გიორგის დაეხმარა კიდეც, ახლაც დედას იმედი აქვს, რომ ხალხის გვერდში დგომით შვილების მდგომარეობის გამოსწორებას შეძლებს.

f9676c4b-ccc6-45bc-a683-2fa309726101-1779259556.jpg

დედა, ეთერ ბარამიძე:

- ჩემს ორივე შვილს ძვირადღირებული მედიკამენტები და სერიოზული მკურნალობა სჭირდებათ. ამისთვის მინდა თანხა. ყველა თვის ბოლოს, ან ორი თვეში ერთხელ დამყავს ბავშვები ქუთაისში, ნევროლოგ მაკა შვანგირაძესთან. დანიშნული აქვთ მკურნალობა, წამლის ნაწილი ვიყიდე და ამ თვეში წამლის მეორე ნაწილი საყიდელი მაქვს. ამისთვის მჭირდება საზოგადოების დახმარება. ამ ეტაპზე ბავშვებს ესაჭიროებათ 2-თვიანი მკურნალობის კურსი, რის შემდეგაც კვლავ უნდა ჩაუტარდეთ სპეციალისტის კონსულტაცია. ორივეს გონებრივი ჩამორჩენა აქვს, განვითარების შეფერხების გამო მუდმივად სჭირდებათ ძვირადღირებული მედიკამენტოზური მკურნალობა, თუმცა შესაძლებლობა არ გვაქვს. ბავშვები სკოლაში დადიან და ჰყავთ სპეცმასწავლებელიც. პატარა ასაკიდან გიორგის მეტყველება უჭირდა, მერე გვითხრეს სიმსივნე აქვსო, ძალიან ცუდად იყო, რომ წამოიზარდა გამოვლინდა, რომ ჰქონდა გონებრივი განვითარების შეფერხებაც და ქცევითი დარღვევებიც. ექიმის დასკვნით, საჭიროებს ადრეული განვითარების პროგრამებში ჩართვასაც.

6d3f8e16-b39d-47aa-b49d-35c73d8b718c-1779259584.jpg

გიორგის კითხვაც უჭირს, ვცდილობ როგორმე ჩემი შვილების მდგომარეობა გამოსწორდეს, მაგრამ ყველაფერი ფინანსებთანაა დაკავშირებული. იმაზე მძიმე არაფერია მშობლისთვის, როცა ბავშვის წამლის ფული არ გაქვს. როცა წამალი მთავრდება, იმაზე გიწევს ფიქრი, ფული სად იშოვო. კვლევების თანხებიც ემატება წამლის თანხებს და ყოველთვიურად ორივე ბავშვისთვის დაახლოებით 2000 ლარია საჭირო. მედიკამენტების ნაწილს კერძო აფთიაქებში ვყიდულობთ. ყიდვის შესაძლებლობა ჩვენ არ გვაქვს. ამიტომ ასე მიწევს ხალხისთვის დახმარების თხოვნა. ამ ეტაპზე სასწრაფოდ ანამარიას წამალი მაქვს საყიდელი. ანამარია არ საუბრობს, გაკვეთილზეც პრობლემა აქვს და სახლშიც არ გვესაუბრება. თერაპიაზეც დაგვყავს და ვცდილობთ, როგორმე ვიგრძნოთ უკეთესობა.

6489dc00-00d6-4592-a080-d64c07fb9258-1779259616.jpg

ყველაზე ძნელია დედისთვის, როცა ასეთი სადარდებელი გაქვს, რომ არ იცი შვილებს როგორ უშველო. გამოსავალს ვეძებ, გთხოვთ, კეთილო ადამიანებო, იქნებ დამეხმაროთ. დამიდექით გვერდში. იმედია, საზოგადოება ჩვენს გასაჭირს როგორც სხვა ბევრ შემთხვევაში, ამჯერადაც გულთან მიიტანს. ნებისმიერი დახმარება ჩვენთვის მნიშვნელოვანია.

აქვე ვუთითებთ გიორგის მოსწავლის ბარათის მონაცემებს და მსურველებს შეგიძლიათ ჩაურიცხოთ თანხა, როგორც საქართველოს, ისე თიბისი ბანკის ანგარიშზე.

პირადი ნომერი: 46550001060

საქართველოს ბანკი: GE66BG0000000610025929

თიბისი ბანკი: GE66თB7842845061100138

მიმღები გიორგი ბერიშვილი