საგანგაშო ამბავი დასავლეთისთვის: რუსეთ-ჩინეთის ერთობლივი განცხადება - სი ძინპინმა მხარე აირჩია?! - კვირის პალიტრა

საგანგაშო ამბავი დასავლეთისთვის: რუსეთ-ჩინეთის ერთობლივი განცხადება - სი ძინპინმა მხარე აირჩია?!

რუსეთი და ჩინეთი გააგრძელებენ შეიარაღებულ ძალებს შორის მეგობრობის განმტკიცებას და ერთობლივად უპასუხებენ სხვადასხვა გამოწვევასა და საფრთხეს, - ამის შესახებ რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტებს, ვლადიმერ პუტინსა და სი ძინპინს შორის პეკინში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

„ქვეყნები გააგრძელებენ ორი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შორის ტრადიციული მეგობრობის განმტკიცებას, სამხედრო სფეროში ურთიერთნდობის გაღრმავებას, თანამშრომლობის მექანიზმების გაუმჯობესებას, ერთობლივი წვრთნების, საჰაერო და საზღვაო პატრულირების პრაქტიკის გაფართოებას, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში კოორდინაციისა და ურთიერთობის გაძლიერებას, სხვადასხვა გამოწვევებსა და საფრთხეებზე ერთობლივად რეაგირებას და გლობალური და რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა