პირი, რომელიც საპატრიარქოს ეზოში ავტომობილით შევარდა, დაკავებულია - კვირის პალიტრა

პირი, რომელიც საპატრიარქოს ეზოში ავტომობილით შევარდა, დაკავებულია

საპატრიარქოს ეზოსთან მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი პირი დააკავეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

ცნობისთვის, საპატრიარქოს ეზოში ცოტა ხნის წინ ავტომობილი შევარდა და ჭიშკარი შეანგრია. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

"ინტერპრესნიუსი"