(ვიდეო) “ირაკლი ვეცადე სამ წუთში ჩავტეულიყავი, იმედია, მოიცლი, მინდა დაგეხმარო" - მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს - კვირის პალიტრა

(ვიდეო) “ირაკლი ვეცადე სამ წუთში ჩავტეულიყავი, იმედია, მოიცლი, მინდა დაგეხმარო" - მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

"დიალოგი კობახიძესთან. ირაკლი ვეცადე სამ წუთში ჩავტეულიყავი, იმედია, მოიცლი, მინდა დაგეხმარო" - ამის შესახებ მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს აქვეყნებს, რითაც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვებისთვის მედიკამენტის საჭიროებასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

ცნობისთვის, როგორც კობახიძემ აღნიშნა, მათთვის პოლიტიკურად მომგებიანი იქნებოდა თანხის გაცემა, თუმცა ბიუჯეტის ფულით ფარმაცევტული მაფიის გამდიდრებას არ უნდა შეეწყოს ხელი.

"რაც შეეხება თანხას, ის თანხა, რომელზეც არის საუბარი, იქნება ეს 50 მილიონი, თუ 60 მილიონი, ეს არ არის ის თანხა, რომელსაც საკუთარი, პერსონალური ჯიბიდან ვიღებთ და გავცემთ. ეს არის ხალხის ფული, გადასახადის გადამხდელთა თანხების ერთობლიობა. აქედან გამომდინარე, ერთადერთი, რამაც ჩვენ შეიძლება შეგვაკავოს, როდესაც საუბარია თანხის პრაგმატულ ხარჯვაზე, ეს არის პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის მიმართ, გადასახადის გადამხდელების მიმართ.

ჩვენთვის ყველაზე მარტივი იქნებოდა, აგვეღო ეს 50 მლნ და დაგვეხარჯა. ეს იქნებოდა ყველაზე მარტივი და პოლიტიკურად ყველაზე მომგებიანი გამოსავალი. მაგრამ მეორე მხარეს დგას პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის მიმართ იმაზე, რომ მთავრობამ რაციონალურად უნდა დახარჯოს ის თანხები, რომლებიც მობილიზებულია ბიუჯეტში, ხალხის შენატანების საფუძველზე. ეს ხალხის ფულია. საუბარია საკმაოდ დიდ თანხაზე, დაახლოებით 50 მლნ-ზე, რომელიც ყოველწლიურად უნდა დაიხარჯოს.

განაგრძეთ კითხვა